კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/02/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
04/01/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 03/02/1997
000000150.01(2).000.000210
კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/1997 - 07/11/2025)

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება

 

1997 წლის 4 იანვარი

 

ქ. თბილისი

 

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი

წინამდებარე დროებითი წესი შემუშავებულია ლიცენზირებისა ლა სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრისა ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს

პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს N568 ბრძანებულების საფუძველზე და მოქმედებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე და ახალი წესის დამტკიცებამდე.

1. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს მიერ განხორციელებული კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური გამოიყენება სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს თანამშრომელთა და მოწვეულ სპეციალისტთა შრომის ანაზღაურებისათვის, მივლინებისა და მატერიალური წახალისებისათვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის და სხვა.

2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მომსახურების საფასურის გადამხდელი არის ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მათ შორის, სხვა სახელმწიფოს მეწარმე სუბიექტიც.

კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანო ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სამუშაოებს ატარებს მხოლოდ მეწარმე სუბიექტის მიერ კვების

პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ.

3. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავ თანხას განმცხადებელი იხდის სახელშეკრულებო ურთიერთობათა საფუძველზე, ლიცენზირების შედეგების მიუხედავად.

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის თანახმად.

ცხრილი

 

კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურება

 

 

მომსახურების ღირებულება,

 

ლარი

 

 

 

 

ნებისმიერი

მეწარმე

სუბიექტისათვის

დღეღამეში არა-

უმეტეს 200 კგ.

პურ-ფუნთუშეულის

მწარმოებელი

მეწარმე სუბიექტი სათვის

განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტებისა და მასალების განხილვა

60

20

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესის მოთხოვნების, ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების, მანქანა-დანადგარების იდენტიფიკაცია და დასკვნის გაცემა

150

30

პროდუქციის ან პროდუქციის საცდელი პარტიის იდენტიფიკაცია, ანალიტიკური ექსპერტიზა და დასკვნის გაცემა.

160

50

4. სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავი თანხა მეწარმე სუბიექტის მიერ ჩაირიცხება კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

5. კვების პროდუქტების სხვადასხვა სახეობათა (ჯგუფური ასორტიმენტი) სასაქონლო წარმოება ექვემდებარება დამოუკიდებელ ლიცენზირებას.

მინისტრი ბ. გულუა

 შეთანხმებულია:

ა. ხეცურიანი

ი. კუნჭულია

დ. ნაკანი

ზ. დევიძე

ა. დანდურიძე

ი. ვასაძე

თ. ჭელიძე