„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 01/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016095
5
01/10/2024
ვებგვერდი, 02/10/2024
240080000.11.004.016095
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №5

2024 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/11/2021; ს/კ: 240080000.11.004.016075) დამტკიცებულ დანართ №1-ს „ბ.პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.პ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.პ1) სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრული ინდივიდუალური შენატანების ოდენობისა და მათ მიერ სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული გადახდების შესახებ ინფორმაცია/კორესპონდენცია;“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა