დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 30/12/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100012004.00(0).000.000025 |
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო
ბრძანება №92
1999 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 ოქტომბრის №583 ბრძანებულების „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში ,,იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვ. პაპავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები