დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ხონისძიებების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 30/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.22.027.008.073 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.073
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №216
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, სპეციალიზებული განყოფილებებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №163 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1, №2, №3, №4 და №5 ორგანოების, ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების, ამბროლაურის რ-ნის, ახალქალაქის რ-ნის, ბოლნისის რ-ნის, თელავის რ-ნის, მარნეულის რ-ნის, მცხეთის რ-ნის, ნინოწმინდის რ-ნის, ოზურგეთის რ-ნის, ახალციხის რ-ნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების, ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების, ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ქ. ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 და №2 ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 5 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დანარჩენი ორგანოების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2005 წლის 12 სექტემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული განყოფილებებისა (გარდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა სარაიონთაშორისო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2006 წლის 30 იანვარი“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები