დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016413 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №14 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018წ.; 010250050.35.168.016248) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის განყოფილებებია: ა) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; გ) ტექნიკური განყოფილება“. |
2.
მე-5 მუხლს დაემტოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ |
3.
დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. ტექნიკური განყოფილება ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და გზის კუთვნილებების აღრიცხვას, მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცეების აღრიცხვას, მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების აღრიცხვას; მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების, გზის კუთვნილებების, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და სხვა საკომუნიკაციო- საინჟინრო ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებასა და შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები