,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016413
16
27/09/2024
ვებგვერდი, 30/09/2024
010250050.35.168.016413
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 27 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №14 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018წ.; 010250050.35.168.016248) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  სამსახურის  განყოფილებებია:

ა) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ძეგლთა დაცვის  განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურის  განყოფილება;

გ) ტექნიკური განყოფილება“.

2. მე-5 მუხლს დაემტოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“

3. დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61.  ტექნიკური განყოფილება

ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და გზის კუთვნილებების აღრიცხვას, მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცეების აღრიცხვას, მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების აღრიცხვას; მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა  და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების, გზის კუთვნილებების, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და სხვა საკომუნიკაციო- საინჟინრო ნაგებობების  ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებასა და შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი