დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-456 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.016304 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
ა)
მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა. მინისტრის გადაწყვეტილებით სტაჟირება შესაძლებელია იყოს ანაზღაურებდი, მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული სტაჟიორებისათვის;“; |
ბ)
მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მენტორი – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობას.“; |
გ)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიღება 1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფორმით. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირი სტაჟიორად მიიღება უკონკურსოდ. 4. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. 5. პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. 6. პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე. |
დ)
მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II სტაჟიორთა შესარჩევი კომისია, სტაჟიორთა კონკურსი, სტჟიორთა დანიშვნა, პრაქტიკანტთა მიღება“; |
ე)
მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისია ყოველი კონკურსის ჩატარებისას იღებს გადაწყვეტილებას სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განათლების მიმართულებების, აკადემიური მოსწრების, კონკურსის ეტაპებისა და ტესტის გადალახვისათვის საჭირო მინიმალური ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ.“; |
ვ)
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროში/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“; |
ზ)
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მონაცემებს კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განათლების მიმართულებების, აკადემიური მოსწრებისა და კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ;“; |
თ)
მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის წესით მიღებული სტაჟიორისათვის შრომის ანაზღაურება ხორციელდება ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად.“; |
ი)
მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება: ა) სამინისტროს სისტემაში, გარდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებულ სტაჟიორთათვის – 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში – მინისტრის ბრძანების, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში – საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 თვემდე ვადით; ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიღებულ სტაჟიორთათვის –არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 12 თვისა;“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები