“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 3/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 31/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/23
25/01/2006
სსმ, 13, 31/01/2006
040.030.000.22.028.008.066
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/2006 - 23/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.066

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/23

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორ­გი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატუ­რის სა­ხელ­­მწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ საქართვე­ლოს პრე­ზი­დენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №934 ბრძა­ნებულების მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლი­­­­ტე­რატურის სახელმწიფო მუზეუმის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქარ­თული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (შემ­დგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ და მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. მუზეუმის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ლეონიძის სახელობის ქარ­თული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში, იურიდიული პირი­სათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გიორგი ჭანტურიას ქუჩა №8.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყ­­ნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთ­რებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობ­ლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.

2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:

ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკ­რი­ბოს ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერა­ტურის განვითარებათნ დაკავშირებული ექსპონატე­ბი – ხელნაწერები, იკონოგრაფიული მასალები, მემორია­ლური ნივთები, ფოტოები და სხვა, რომელიც სრულად წარმოაჩენს ლიტერატურის განვითარების ისტორიულ გზას უძველესი დროიდან დღემდე;

ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ დასახელე­ბულ კულტურულ ფასეულობებს;

გ) ფართო საზოგადოებრიობას გააცნოს მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა, მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები.

4. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) ითანამშრომლოს ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგ­რამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითა­როს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს ექსპედიციები;

დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარ­გლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპო­ზიცია;

ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქ­მიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნ­და გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);

ვ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიე­ბებ­ში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ზ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს „იკო­მის” წევრი;

 თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ი) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქარ­თველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლო­ბით ნებადართული სხვა საქმიანობა;

კ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელ­შეკრულებო საფუძველზე, საქართველოს შრომის კა­ნონ­თა კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამი­სად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.

3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის მინისტრი.

4. მუზეუმის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყე­ნებაზე;

დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;

ვ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადა­საწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუ­შაო ჯგუფები, კომისიები;

ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.

    მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო

1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან;

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დე­ბულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.

3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღ­ვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რო­მელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათი­საა.

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელე­ბული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ­მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორ­მაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 6. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდე­ბულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონე­ბასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებ­რივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ” და გ” ქვე­­­­­პუნ­­ქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა” და ე” ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროსთან შეთანხმებას.

    მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი

1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდ­გენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლებელ ორგანოს.

3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. მუზეუმის დაფინანსების წყაროები

1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფი­ნანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­­დება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზ­ნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 9. მუზეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­­ნისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

    მუხლი 10. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 11. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დად­გენი­ლი წესით.