დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 20/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.41.046.016044 |
|
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მ-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან/და არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი ეკონომიკური აგენტები;“. 3. დანართი №1-ით დამტკიცებული ფორმა „შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე
♦ ვადასტურებთ, რომ შეტყობინებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩვენთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
კონცენტრაციის მონაწილე პირების წარმომადგენლების ხელმოწერა: 1. ---------------- 2. ---------------- 3. ---------------- 4. ---------------- 5. ----------------
შეტყობინების შემომტანი პირის ხელმოწერა:
თარიღი: “. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები