„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.08.96 წ. №1–3/430 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

დოკუმენტის ნომერი 1-3/8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000110.01(2).000.000216
1-3/8
08/01/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 12/02/1997
000000110.01(2).000.000216
„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.08.96 წ. №1–3/430 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს

ბრძანება №1-3/8

1997 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.08.96 წ. №1–3/430 ბრძანებასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 30.05.96 წ. №1299 ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლებით გადაცემის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების მიზნით ვბრძანებ:

1. ბრძანების I პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემა სამინისტროების, უწყებებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის განხორციელდეს პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით, ხოლო სხვა იურიდიული პირებისა თვის საკონკურსო საფუძველზე".

2. ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილი იქნას ბ-ნი ი. დოლიძე სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლებით გადაცემის წესის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნას მე-2 სტრიქონი "დარგობრივი სამინისტრო, უწყება ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან სხვა".......

4. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს /გ. ნიშნიანიძე/ ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.

5. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს /მ. გაბუნია/ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ამ ბრძანების გამოქვეყნება გაზეთ „მესაკუთრეში“.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ემირ ჯუღელს.

მინისტრი ა. სილაგაძე