დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 23/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016874 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა (MREL) - „დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 მაისის №90/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიიღება იმავე ბრძანებით განსაზღვრული დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების შეფარდებით საზედამხედველო კაპიტალსა და მთლიან ვალდებულებებთან.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები გულისხმობს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას კაპიტალის ადეკვატურობის, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ, ასევე, სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის შემთხვევაში, დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნასთან (MREL) შესაბამისობის შესახებ. ინფორმაციის გამოქვეყნება მოითხოვება კვარტალური და წლიური პერიოდულობით.“. 3. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის შემთხვევაში, ინფორმაცია დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) შესახებ: კ.ა) დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტებისა და დაშვებული ვალდებულებების მოცულობები და სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის მიერ აღნიშნულ მოთხოვნასთან შესაბამისობა ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 9.2 ცხრილის შესაბამისად; კ.ბ) „კ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის ინსტრუმენტებისა და დაშვებული ვალდებულებების შემადგენლობა, მათ შორის, მათი ვადიანობისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 9.3 ცხრილის შესაბამისად;“. 4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სისტემური მნიშვნელობის კომერციულმა ბანკმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში, სულ მცირე, უნდა წარმოადგინოს: ა) ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების შესახებ. რაოდენობრივი ინფორმაცია შესაძლოა წარმოადგენდეს №1 ანგარიშგების ფორმის 9.2 ცხრილის მოკლე შეჯამებას; ბ) ინფორმაცია დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) და მასთან შესაბამისობის შესახებ; გ) დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნასთან (MREL) შესაბამისობის მაჩვენებლის ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების განმარტება წინა წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით და ხარისხობრივი შეფასება“. |
მუხლი 2 |
სისტემური მნიშვნელობის კომერციულმა ბანკებმა, დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) შესახებ ამ ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში გამჟღავნების მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ 2025 წლის 1 იანვრიდან, 2024 წლის პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში, ხოლო ამავე ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის პილარ 3-ის კვარტალურ ანგარიშგებაში გამჟღავნების მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ 2025 წლიდან, 2024 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშგებაში. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები