„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 19/09/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016351
210
19/09/2024
ვებგვერდი, 20/09/2024
310150000.54.066.016351
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №210

2024 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,ჰ 52 “,  ,,ჰ53 “,  ,,ჰ54 “  და „ჰ55 “ ქვეპუნქტები:

,,ჰ52) თეორიული გამოცდა – კანდიდატის თეორიული ცოდნის დადგენის მიზნით ამ წესის შესაბამისად სააგენტოში განხორციელებული გამოცდა(ები), რომელიც ტარდება ელექტრონული საგამოცდო პროგრამით – „AviationExam“, პლატფორმით მოწოდებული საგამოცდო კითხვების ბაზით, კანდიდატის მიერ მოთხოვნილი მოწმობის სახეობის შესაბამისი მოცულობით;

53) საგამოცდო ტესტი (Examination Paper) – კითხვების კომპლექტი, რომელსაც კანდიდატმა უნდა უპასუხოს სასურველი მოწმობის სახეობის/ოსტატობის მოსაპოვებლად ჩასაბარებელი ერთი საგნის გამოცდის ფარგლებში;

54) მცდელობა (Attempt) – კონკრეტული საგამოცდო ტესტის ჩაბარების ცდა;

55) საგამოცდო სესია (Sitting) – სააგენტოს მიერ დადგენილი დროის პერიოდი, როდესაც კანდიდატს ეძლევა საშუალება გავიდეს თეორიული გამოცდა(ებ)ზე. ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 თანმიმდევრულ დღეს, რომლის განმავლობაშიც კანდიდატს აქვს თითოეული საგამოცდო ტესტის ჩაბარების მხოლოდ ერთი მცდელობის უფლება.“.

2. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები:

,,8. თეორიული გამოცდ(ებ)ის ჩაბარების მსურველმა კანდიდატმა, პირველი საგამოცდო სესიის ჩანიშვნის მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს „განაცხადი თეორიული გამოცდ(ებ)ის დანიშვნაზე /Application for Theoretical Examination“, დანართი №25-ის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სასწავლო დაწესებულების (სდ) სარეკომენდაციო წერილი საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის თეორიულ გამოცდებზე დაშვებისათვის/Recommendation letter for Candidate issued by ATO “ წესის დანართი №26-ის შესაბამისად;

ბ) სდ-ში პილოტის მომზადების სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიული მომზადების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სდ-ში ჩაბარებული გამოცდების შედეგებისა და თარიღების მითითებით;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი;

დ) პილოტის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

9. თეორიული გამოცდ(ებ)ის ყოველი შემდგომი საგამოცდო სესიის ჩატარების მსურველი სააგენტოს წარუდგენს მხოლოდ – „განაცხადის თეორიული გამოცდ(ებ)ის დანიშვნაზე/Application for Theoretical Examination“, დანართი №25-ის შესაბამისად.

10. კანდიდატის მიერ განაცხადის წარდგენა სასურველია მოხდეს საგამოცდო სესიის დაწყების სასურველ თარიღამდე სულ მცირე 15 სამუშაო დღით ადრე. ხოლო, დაგეგმილი საგამოცდო სესიის ან კონკრეტულ საგანში გამოცდის გაუქმება შესაძლებელია დაგეგმილ თარიღამდე 2 დღით ადრე, სააგენტოს წერილობით ინფორმირების საფუძველზე. აღნიშნული სახით საგამოცდო სესიის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად.

11. სააგენტო წერილობით ატყობინებს კანდიდატს განაცხადში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე დაგეგმილი გამოცდების ცხრილს საგნის, თარიღის და გამოცდის ზუსტი დროს მითითებით.

12. კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციისთვის გამოცხადდეს სააგენტოში გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

13. კანდიდატს აქვს უფლება გამოიყენოს ელექტრონულ საგამოცდო სისტემაში ჩაშენებული დამხმარე გამომთვლელი საშუალებები (კალკულატორი შეზღუდული ფუნქციებით, სპეციალური კალკულატორი CRP-5, სახაზავი, ტრანსპორტირი) და გამოცდის საჭიროებისათვის მისთვის ხელმისაწვდომი სპეციალური დოკუმენტ(ებ)ი/მასალები (გენერირებულია საგამოცდო პროგრამით) და მისთვის მიწოდებული დამხმარე საშუალებები/საკანცელარიო ნივთები.

14. თუ კანდიდატი არ გამოცხადდა დაგეგმილ საგამოცდო სესიაზე/გამოცდაზე და მას არ ჰქონდა გაუქმებული სესია/გამოცდა ამ წესში განსაზღვრული პირობების დაცვით, ჩაითვლება, რომ კანდიდატის მიერ გამოცდა ვერ იქნა ჩაბარებული, გარდა ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული შემთხვევისა, რის შესახებ კანდიდატმა უნდა წარადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ავადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

15. სააგენტო უზრუნველყოფს თეორიული გამოცდების ჩატარებას და ჩანაწერების შენახვას შემუშავებული საგამოცდო პროცედურების შესაბამისად.

16. თეორიული გამოცდების მსვლელობის დროს კანდიდატს ეკრძალება:

ა) ნებისმიერ პირთან საუბარი/კომუნიკაცია (მათ შორის, ვერბალური, მიმოწერით, ჟესტიკულაციით, სატელეფონო, ინტერნეტის გამოყენებით), გარდა თეორიულ გამოცდებზე ზედამხედველი სპეციალისტისა;

ბ) ტელეფონის/სმარტფონის, ყურსასმენების, კამერის მიკროფონის თუ სხვა ელექტრონული ჩამწერი ან დამხმარე საშუალებების გამოყენების მცდელობა; 

17. იმ შემთხვევაში, თუ თეორიული გამოცდის მსვლელობისას კანდიდატი დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს (მაგალითად, კანდიდატი შემჩნეული იქნება გადაწერაში, არაკეთილსინდისიერი მეთოდით გამოცდის ჩაბარების მცდელობაში), გამოცდა შეწყდება დამრღვევი კანდიდატ(ებ)ისთვის, რომელიც შემჩნეული იქნება კონკრეტულ დარღვევაში და ჩაითვლება, რომ მან ვერ ჩააბარა გამოცდა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ჩადენილი დარღვევის დადასტურებისას, კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

18. თეორიული გამოცდების მოცულობა და ხანგრძლივობა განსაზღვრულია ამ წესის №27 დანართში.“.

 3.  30-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის  ,, ე.ა1 “ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა1) ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება:

ე.ა.ა) ავიაკომპანიის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (PI/CPI/TRI/TRE) მოწმობის/უფლებამოსილების მფლობელზე, რომელიც ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას;

ე.ა.ბ) პილოტის მოწმობის მფლობელზე, რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური გადაფრენის ან საავიაციო ტექნიკის შემოწმების მიზნით;

ე.ა.გ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროპული რეგულაციის 1178/2011-ის შესაბამისად გაცემული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოქმედი მოწმობისა და ოსტატობის მფლობელებზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ე.ა2 “ „ე.ა3“ და „ე.ა.4“ ქვეპუნქტები:

„ე.ა2) ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი თეორიული გამოცდების ჩაბარებისათვის ავიასპეციალისტს განესაზღვროს 3-თვიანი ვადა, შემდეგი პირობებით:

ე.ა2ა.) გამოცდების ჩაბარების განრიგი განისაზღვრება აღიარების ჩანართის გაცემისას, არანაკლებ თვეში ერთი გამოცდის ჩანიშვნით;

ე.ა2.ბ) ავიასპეციალისტს გავლილი აქვს ექსპლუატანტის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის სახმელეთო მომზადების პროგრამა და საწაფზე საკვალიფიკაციო შემოწმება  „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოსთან შეთანხმებული ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომლის  დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს აღიარების განაცხადთან ერთად;

ე.ა.3) ამ პუნქტის  ე.ა2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს აღიარების ჩანართს არაუმეტეს  3 თვის ვადით;

ე.ა.4) თუ კანდიდატმა  ამ პუნქტის „ე.ა.2“-ით დადგენილ  ვადაში ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდები ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის პირობების დაცვით, სააგენტო არ გასცემს აღიარების ჩანართს პირველადი გაცემის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში.

5. 431 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ICAO-ს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-5 დონის სერტიფიკატი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი