„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024701
306
19/09/2024
ვებგვერდი, 20/09/2024
240140000.10.003.024701
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №306

2024 წლის 19 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“:

1. 1235 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ პროგრამის დანართ №11-ში განსაზღვრულ 38 – „ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და მოცილების საქმიანობების; ნარჩენების უტილიზაციის“ ობიექტის კოდისთვის, სესხის კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით. ამასთანავე, სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, სააგენტო უფლებამოსილია, ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალისწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით) რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის 1231 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“.

2. 1237 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ პროგრამის დანართ №11-ში განსაზღვრულ 38 – „ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და მოცილების საქმიანობების; ნარჩენების უტილიზაციის“ ობიექტის კოდისთვის, ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო, ახორციელებს ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სალიზინგო პროექტის ვადით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 2 პროცენტის ოდენობით. ამასთანავე, სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, სააგენტო უფლებამოსილია, ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალისწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღეს არსებულ ლიზინგის საგნის ღირებულების საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით) რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის 1231 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“.

3. დანართ №11-ში ობიექტების კოდებს 35.11-სა და 49.10.0-ს შორის დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ობიექტის კოდი:

E

38

ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და მოცილების საქმიანობები; ნარჩენების უტილიზაცია

                                                                                                                                                                                                    .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე