ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 501
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016911
501
13/09/2024
ვებგვერდი, 19/09/2024
000000000.00.101.016911
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №501

2024 წლის 13 სექტემბერი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე