დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის №223/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 262/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016876 |
|
„პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის №223/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 16 დეკემბრის №223/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/12/2020; ს/კ: 220090000.18.011.016530) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–43 პუნქტები: „41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მიერ პირი შეიძლება მიჩნეულ/აღიარებულ იქნეს გათვითცნობიერებულ ინვესტორად აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ ამ წესის შესაბამისად განხორციელებული შეფასების საფუძველზე. ამ მიზნით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს პირმა უნდა წარუდგინოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიჩნევის/აღიარების თარიღს, ასევე, მითითებას, ამ მუხლის პირველ, მე-2 ან მე-3 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც მოხდა პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიჩნევა/აღიარება. 42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ განხორციელებულ შეფასებას შეიძლება დაეყრდნოს: ა) თუ პირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიჩნეულ იქნა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიჩნევიდან 1 წლის განმავლობაში; ბ) თუ პირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარებულ იქნა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღიარებიდან 6 თვის განმავლობაში. 43. პასუხისმგებლობა პირის ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიჩნევისთვის/აღიარებისთვის ეკისრება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს, რომელიც ეყრდნობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა შუამავლის მიერ განხორციელებულ შეფასებას.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი-41 პუნქტებით განსაზღვრული პირების გათვითცნობიერებულ ინვესტორებად მიჩნევისთვის საჭირო/აღიარებასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები