ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016905
495
13/09/2024
ვებგვერდი, 19/09/2024
000000000.00.101.016905
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №495

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.    საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ძველი ვეძისის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე     გიორგი ტყემალაძე