დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017256 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამინისტროს მოსამსახურეების, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა შესაბამის სამსახურებთან კორდინაციით;“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისთვის ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებას, მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის. ახორციელებს აღნიშნული პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;“; ბ) მე-3 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ1) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისთვის და დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროცესში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები