დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 207 |
დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 18/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016350 |
|
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 07/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. დამატებითი ტექნიკური პირობები 1. ასაკეცი შასით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №6 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს. 2. პლანერის ბუქსირების განსახორციელებლად ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №7 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს. 3. ავარიული პარაშუტით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №8 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს. 4. ცვლადი ბიჯის მქონე საჰაერო ხრახნით აღჭურვილი ზსხ დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №9 დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.“. 2. დაემატოს №6-№9 დანართები თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები