„საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 151/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.018569
151/ნ
27/09/2024
ვებგვერდი, 30/09/2024
430020000.22.022.018569
„საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №151/ნ

2024 წლის 27 სექტემბერი

ქ.თბილისი

„საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 01 აპრილის №86/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2024,  01/04/2024; სარეგისტრაციო კოდი: 430020000.22.022.018504) დამტკიცებულ „საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესში, პირობებსა და საფასურში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ)  ვიდეომონიტორინგი –  საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;

რ)  აუდიომონიტორინგი –  საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა.“;

2. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი