“სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 30/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430.230.000.22.035.008.056
  • Word
18/ნ
24/01/2006
სსმ, 12, 30/01/2006
430.230.000.22.035.008.056
“სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
“სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" დამტკიცების შესახებ" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.230.000.22.035.008.056

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2006 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №66 მუხ. 696) შეტანილ იქნეს შემდეგის ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:”;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის პრეამბულის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აღნიშნული პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოციალური დახმარების პროგრამით მოსარგებლე კონტინგენტის სწორი შერჩევა, რომლის მონაწილეებიც იქნებიან მხოლოდ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას და არა გარანტიას სოციალური დახმარების მისაღებად.”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-2 პუნქტი:

,,2. ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის მომსახურების ხარჯი შეადგენს 1800.0 ათასი ლარს.

                                                                        ათასი ლარი

1

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიის ფარგლებში

დაქირავებული სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება

1310.0

2

მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების განაცხადებისა და მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება და სიღატაკის ფორმულის გამოყენებით მონაცემთა ბაზაში რანჟირება

მონაცემთა ბაზის ფორმირების ფარგლებში დაქირავებული ოპერატორებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება

190.0

3

კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გადასახადები

300.0

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ლ. ჭიპაშვილი