საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 24/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 24/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).03.000009
120
24/04/1997
გამოუქვეყნებელი, -, 24/04/1997
000000090.01(2).03.000009
საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
ფინანსთა სამინისტრო

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №120

1997 წლის 24 აპრილი

 ქ. თბილისი

საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1997 წლის 17 აპრილის № 9/4   საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დებულება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 29 მაისის № 10-1/16 წერილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამეურნეო ანგარიშზე მყოფი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივები, აგრეთვე რეკლამის ხარჯების ნორმატივები გარდა საბანკო დაწესებულებებისა  განისაზღვროს თვითღირებულების 0,05 პროცენტის ოდენობით წლის განმავლობაში.

ნორმების ზევით და გაწეული ხარჯები იფარება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან.

3. დაევალოს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტს (ლ. გრიგალაშვილი) დაიყვანოს ეს ბრძანება სამინისტროებამდე, უწყებებამდე, საფინანსო და საგადასახადო ორგანოებამდე.

4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. მურჯიკნელს.

მინისტრი დ. იაკობიძე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან

და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი

ხარჯების შემადგენლობის შესახებ

ხარჯებს, რომელიც ხორციელდება საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან მიეკუთვნება:

1. საწარმოში არსებული ტექნოლოგიის სრულყოფაზე და ახლის შექმნაზე გაწეული ხარჯები, აგრეთვე ხარჯები პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე, რომელიც დაკავშირებულია ახალი სახეობების ნედლეულისა და მასალების შექმნასთან, წარმოების გადაიარაღებასთან.

2. ძირითადი საშუალებების ობიექტების რეკონსტრუქციასა და მოწყობილობის მოდერნიზაციაზე გაწეული ხარჯები.

3. გამოსყიდვის უფლების გარეშე იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების ყველა სახის რემონტზე გაწეული ხარჯები.

4. ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ გადაცემისას წარმოქმნილი ზარალი.

5. გადასახდელები ზღვრულად დასაშვები ნორმების ზევით, გარემოს გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების გამოფრქვევისათვის, აგრეთვე სანიტარული წესებისა და მავნე ზემოქმედებისაგან გარემოს დაცვის არსებული მოთხოვნების დაუცველობისათვის.

6. მივლინების ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია საწარმოო საქმიანობასთან კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ზევით.

7. წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს კომერციულ საქმიანობასთან (ხარჯები სხვა საწარმოთა წარმომადგენლობის ოფიციალურ მიღებაზე უცხოელთა ჩათვლით, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დასწრებაზე, თარჯიმანთა მომსახურების ანაზღაურება, რომლებიც არ არიან საწარმოს შტატში) დადგენილი ნორმების ზევით.

8. რეკლამის ხარჯები დადგენილი ნორმების ზევით გარდა საბანკო დაწესებულებებისა.

9. ანარიცხები სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდში, ჯანდაცვის ფონდსა და დასაქმების ფონდში იმ მუშაკთა შრომის ანაზღაურების ფონდის შესაბამისად, რომლებიც დასაქმებული არიან არასაწარმოო სფეროში (საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მუშაკები).

10. ანარიცხები სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდში, ჯანდაცვის ფონდსა და დასაქმების ფონდში რეზერვებიდან (სპეცდანიშნულების ფონდებიდან) და მიზნობრივი შემოსავლებიდან გაცემულ პრემიებზე, ჯილდოებზე, დახმარებებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმის ზევით გაცემულ მასტიმულირებელ და საკონპენსაციო გაცემებზე, აგრეთვე ნატურალური ანაზღაურების  წესით გაცემული პროდუქციის (საქონლის) ღირებულებაზე, ხორციელდება ამ შემოსავლების გაცემის წყაროდან.

11. ანარიცხები არასახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის ფონდებში, ასევე ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სახეებში.

12. სამუშაო ადგილამდე და უკან მუშაკთა ტრანსპორტირების ხარჯები, ასევე მგზავრობის ანაზღაურება იმ მიმართულებით, რომლებსაც ემსახურება საერთო დანიშნულების სამგზავრო ტრანსპორტი, გარდა წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე ხარჯებისა.

13. ხარჯები საწარმოს მიერ შესრულებულ ან მის მიერ ანაზღაურებულ სამუშაოებზე (მომსახურებაზე),  რომლებიც არაა დაკავშირებული პროდუქციის წარმოებასთან (ქალაქებისა და დასახლებების კეთილმოწყობის სამუშაოები, სოფლის მეურნეობისათვის დახმარების გაწევა და სხვა სახის სამუშაოები).

14. ძირითადი საშუალებების შეძენისა და აშენების ხარჯები, საწარმოს ბალანსზე მყოფი კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაზე, აღჭურვასა და შენახვაზე (საამორტიზაციო ანარიცხებისა და ყველა სახის რემონტზე დანახარჯების ჩათვლით) გაწეული ხარჯები, აგრეთვე ის ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დახმარების მიზნით.

15. მატერიალური დახმარება (მათ შორის უფასო მატერიალური დახმარება მუშაკისათვის მშენებლობაში შენატანებზე, კრედიტის ნაწილობრივ დაფარვაზე ბინათმშენებლობისათვის), უპროცენტო სესხი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, ოჯახური მეურნეობის მოწყობისა და სხვა სოციალური საჭიროებისათვის.

16. კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად (კანონმდებლობით გათვალისწინებულზე ზევით) მუშაკებისათვის დამატებითი შვებულების ანაზღაურება, მათ შორის, ქალებისათვის, რომლებიც ზრდიან ბავშვებს, ანაზღაურება მუშაკის ოჯახის წევრებისათვის შვებულების გამოყენების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის.

17. წანამატები პენსიაზე, ერთდროული დახმარება პენსიაზე გამსვლელი შრომის ვეტერანებისათვის, შემოსავლები (დივიდენდი, პროცენტი), რომელიც გაცემულია საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრების აქციებისა და შენატანების მიხედვით, ფასების მომატებასთან დაკავშირებით კომპენსაციები მთავრობის მიერ დადგენილი შემოსავლების ინდექსაციის ზევით, კომპენსაცია კვების ხარჯების დასაფარავად სასადილოებში, ბუფეტებში, ან მისი გაცემა შეღავათიან ფასებში ან უფასოდ (გარდა სპეციალური კვებისა, რომელიც დადგენილია მუშაკთა ცალკეული კატეგორიებისათვის კანონმდებლობით).

18. მუშაკთა დასვენების ორგანიზაციისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ხარჯები: საგზურების ღირებულების ანაზღაურება, ექსკურსიებსა და მოგზაურობასთან დაკავშირებული, ასევე სპორტულ წრეებში, სექციებში, კლუბებში მონაწილეობის ხარჯები, კულტურულ-სანახაობით და ფიზკულტურულ (სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, მუშაკთა პირადი სარგებლობისათვის საქონლისა და ხელმოწერების ღირებულება და სხვა ანალოგიური ხარჯები.

19. სხვა გაცემები მუშაკებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული შრომის ანაზღაურებასთან.

20. დანახარჯები ახალი ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე, გაფართოებაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, მოქმედი წარმოების რეკონსტრუქციაზე, მოწყობილობებისა და წარმოების სხვა საშუალებების შეძენაზე.

21. ხარჯები საყარაულო და სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე;

22. აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები (ბლანკების შეძენა, მათი გავრცელებისათვის ბანკებისათვის საკომისიო გასამრჯელოების გადახდა და სხვა), გარდა კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოსაკრებლებისა და დამოუკიდებელი რეგისტრატორის მომსახურების ხარჯებისა.

23. ადგილობრივი საავტომობილო გზების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში, რემონტსა და შენახვაში მონაწილეობის ხარჯები, იმ ხარჯების (ანარიცხების) გარდა რომელიც საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად უნდა მიეკუთვნოს წარმოების დანახარჯებს.

24. შესატანები ერთიანი საინვესტიციო ფონდებისა და ასოციაციების შესაქმნელად, საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო ანარიცხები, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო და სხვა სახის საზოგადოებებში მონაწილეობაზე გაწეული ხარჯები.

25. კაპიტალური ხასიათის დანახარჯები გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე.

26. ანარიცხები სამინისტროებისა და უწყებების, გაერთიანებების, ასოციაციების მმართველობის აპარატის, აგრეთვე არასაუწყებო მმართველობის სტრუქტურების შენახვაზე; ანარიცხები საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებში ნებაყოფლობითი გაწევრიანებისათვის.

27. საწარმოს ქონებისა და მუშაკების ნებაყოფლობითი დაზღვევის ხარჯები.

28. ხარჯები იმ შენობა-ნაგებობების შენახვაზე (საამორტიზაციო ანარიცხებსა და ყველა სახის რემონტის ჩატარებაზე დანახარჯების ჩათვლით), რომლებიც გათვალისწინებულია საწარმოს მუშაკთა და მათი ოჯახის წევრებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი მუშაობის ჩასატარებლად.

29. სათავსოებისა და ინვენტარის შენახვის ხარჯები (საამორტიზაციო ანარიცხებსა და ყველა სახის რემონტზე დანახარჯების ჩათვლით), რომლებიც გადაეცათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებს, განათლების სხვა დაწესებულებებს სასწავლო მიზნებისათვის, პროფკავშირულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აგრეთვე პოლიკლინიკებს, საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურებიან საწარმოს მუშაკებს (გარდა იმ სათავსოებისა და ინვენტარისა, რომლებიც გადაცემულ იქნა სამედიცინო პუნქტების მოწყობისათვის უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზე).

30. სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების (საბავშვო ბაღები, ბაგები) ბანაკების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა დასვენებისა და შრომითი ბანაკების შენახვის ხარჯები (საამორტიზაციო ანარიცხებისა და ყველა სახის რემონტზე დანახარჯების ჩათვლით).

31. ხარჯები საცხოვრებელი ბინებისა და სხვა არასამრეწველო ხასიათის ობიექტების მშენებლობის დაფინანსებაზე.

32. საწარმოს ბალანსზე მყოფი სასწავლო დაწესებულებების შენახვის ხარჯები;

33. საწარმოს ბალანსზე მყოფი საბინაო-კომუნალური მეურნეობის, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლებისა და სხვა გამაჯანსაღებელი ორგანიზაციების ზარალის დასაფარავად გაწეული ხარჯები.

34. საწარმოს დამხმარე სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯები.

35. საწარმოს ბალანსზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციების (გაზეთები, რადიოგაზეთი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სხვა სახეები) შენახვის ხარჯები, რომელიც საწარმოს ძირითად საქმიანობად არ ითვლება.

36. საჯარიმო სანქციები მოგების ან დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის (შემცირების შემთხვევაში) აგრეთვე სხვა სახის საჯარიმო სანქციები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას.

37. სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები (თავშესაფრებისა და რადიაციასაწინააღმდეგო საფრების მშენებლობა, ქიმიური იარაღისაგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებათა შეძენა, საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარება.

38. ფასთასხვაობა პროდუქციასა (სამუშაოებზე, მომსახურებაზე) და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც მიეცათ საწარმოს მუშაკებს ან გაცემულ იქნა დამხმარე მეურნეობის მიერ საწარმოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით გაცემისას.

39. დანახარჯთა სხვა სახეები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიტანება პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულების შემადგენლობაში.