დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებასთან შეერთების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4458-XVIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.09.001.016792 |
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს: |
1. საქართველო შეუერთდეს „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას.
2. „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაკეთდეს შემდეგი დეკლარაცია: ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საავტორო უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები და გამონაკლისები შემოიფარგლება იმ ნაწარმოებებით, რომელთა კონკრეტულ მისაწვდომ ფორმატში მოპოვება საქართველოს ბაზარზე კომერციული გზით, ბენეფიციარებისთვის გონივრული პირობებით შეუძლებელია. |
თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. N4458-XVIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები