დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017508 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ბიზნესასისტენტის მომსახურება – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის/საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის ზოგიერთი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, პირადი ბიზნესასისტენტის მეშვეობით;“. 2. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ბიზნესასისტენტის მომსახურების გაწევა სპეციალურ სივრცეში და პირადი ბიზნესასისტენტის ადგილზე ვიზიტის მეშვეობით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 26 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები