დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120210010.10.003.024698 |
|
„რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 120210010.10.003.019707) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2025 − 2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 და მე-16 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების 2025 – 2027 წლების სამოქმედო გეგმა.“. 3. „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი ეროვნული სტრატეგიის 2025 – 2027 წლების სამოქმედო გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები