„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016759
45/2024
14/09/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
010210010.15.008.016759
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  – 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2024

2024 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

„მუხლი 14. 2024 წლის 26 ოქტომბერს ერთდროულად ორი სახის არჩევნების გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განხორციელების წესი

1. 2024 წლის 26 ოქტომბერს ერთდროულად ორი სახის არჩევნების გამართვის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენი იყოფა ორ სვეტად და საარჩევნო ბიულეტენის:

ა) პირველ სვეტში შეიტანება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მეორე სვეტში შეიტანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები.

2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველისთვის, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, გამოიყენება განსხვავებული სახის ჩარჩო-კონვერტი.

3. თუ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილია ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში კეთდება აღნიშვნა „პარლ“;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს, რომ მან უნდა გააფერადოს ან/და მონიშნოს მხოლოდ პირველ სვეტში არსებული ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე. თითოეული ამომრჩეველთა რეგისტრატორი აღრიცხავს ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლის ჯამურ რაოდენობას, რაც საბოლოოდ შეიტანება ჩანაწერთა წიგნში;

გ) საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველს უფლება აქვს მოსთხოვოს ამ ამომრჩეველს უჩვენოს მეორე სვეტი, ისე რომ არ დაირღვეს პირველი სვეტის ფარულობა. თუ მეორე სვეტი აღმოჩნდა გაფერადებული საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად და ამომრჩეველს გადაეცემა ახალი ბიულეტენი.

4. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) მთვლელები:

ა.ა) პირველად ითვლიან საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს;

ა.ბ) მეორედ ითვლიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული სახის არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დგება აქტი, რომელშიც შეიტანება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ხმების რაოდენობა. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები.

5. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა), რომლის შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე.

6. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა) შესაბამისი სახის არჩევნებისთვის მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე;

ბ) შესაბამის სვეტში არ არის გაფერადებული ან/და მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო და ბათილი ბიულეტენების რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და  რომლებსაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი