დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44-74 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190040.35.101.017253 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
44-74
13/09/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
010190040.35.101.017253
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/09/2024 - 19/08/2025)
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით სააგიტაციო მასალის გაკვრა აიკრძალოს ასევე თანდართულ რუკაზე (დანართი №2) მონიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ამასთან, რუკაზე მონიშნული ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებასა და ტექსტურ ნაწილს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებას. |
| მუხლი 2 |
აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. |
| მუხლი 3 |
სააგიტაციო მასალები განთავსდეს დანართ №3-ით განსაზღვრულ ადგილებში. გარდა დანართ №3-ით განსაზღვრული ადგილებისა, სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აგვისტოს №86-78 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები