„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44-76
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017255
44-76
13/09/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
010250050.35.101.017255
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44-76

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „რ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რ1) მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №2 სამსახური;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შესაძლო დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის ან სხვა კანონით განსაზღვრული მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში დაფიქსირებული ან დაარქივებული ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის გაცემის უზრუნველყოფა;“;

გ) მე-10 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მსუბუქი ავტომობილით –  ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის გაწევის მიზნით ტაქსის აპლიკაციებით გამოძახება და შემოწმება, აპლიკაციაში დაფიქსირებული მონაცემების (ე.წ. „სქრინის“) დადგენილი წესით შენახვა შემდგომში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით, აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურულ ერთეულთან ერთად რეაგირება, ასევე, ავანსის სახით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ფულადი რესურსით ტაქსით მგზავრობა სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით;“;

დ) მე-10 პუნქტს „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ და „ვ3“  ქვეპუნქტები:

 „ვ2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 და 135​​​2 მუხლებით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

3) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​2 და 135​​​2 მუხლებით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

ე) მე-11 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ცალკეული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხებზე დასკვნების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;“;

ვ) მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი;

ზ) მე-15 პუნქტს:

ზ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

ზ.ბ) „თ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი:

„თ3) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დასაფიქსირებლად ვიდეოკამერების ექსპლუატაციაზე სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული ამავე სამსახურის თანამშრომლის მიერ მონიტორინგის უზრუნველყოფა;“; 

თ) მე-15 პუნქტის:

თ.ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

​​1) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევისას უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებული მონაცემების (ე.წ. „სქრინის“) მიღება და მის შესაბამის ბაზაში გადამოწმება, გამოვლენილი სამართალდარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა, ასევე ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით საავანსო თანხების გაცემის მოთხოვნა და საავანსო თანხებზე საჭირო ქმედებების განხორციელება;“;

თ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;“;

ი) მე-16 პუნქტს „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ და „გ3“  ქვეპუნქტები:

„გ2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე  საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

3) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

კ) 171 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„171. მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №2 სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომის 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნულის ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

ბ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;

გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

დ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;

ლ) მე-18 პუნქტს „გ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ3“ და „გ4“  ქვეპუნქტები:

„გ3) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135​​​-ე–135​​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;   

4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135​​​-ე–135​​​2 მუხლებით, 135​​3 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​5 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

მ) მე-19 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134​​1 მუხლით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

„ე2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134​​1 მუხლით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

ნ) მე-20 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბურთულიანი კალმით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;“;

ო) მე-20 პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ბურთულიანი კალმით შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების, ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე