დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/09/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.024692 |
297
12/09/2024
ვებგვერდი, 13/09/2024
130000000.10.003.024692
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2019, 130000000.10.003.021356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების“:
1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვას ახორციელებს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.“. 2. 34-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 16 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები