მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016875
2-757
17/09/2024
ვებგვერდი, 19/09/2024
360160000.22.023.016875
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-757

2024 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 381 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს 2025 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:

1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 25,00 მეტრული ტონა.

2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები – 799 141  ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია