აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/09/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016072
6
12/09/2024
ვებგვერდი, 13/09/2024
010220020.34.059.016072
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №6

2024 წლის 12 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენლებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისია, მოთხოვნის შემთხვევაში, უსკოს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ასლებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს. 

3. საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს აწვდის ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. 

მუხლი 2
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენლებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს. 

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებსა და უსკოს წარმომადგენლებს.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე