„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1071
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 30/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016790
1071
20/02/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
480610000.03.030.016790
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)

შესრულებული ასლი

(საოპერაციო ნომერი 54125)

 

სარჩევი

მუხლი I. სტანდარტული ვადები და პირობები;  განმარტებები

ნაწილი 1.01.      სტანდარტული  ვადებისა და პირობების ასახვა

ნაწილი 1.02.      განმარტებები

ნაწილი 1.03.      ინტერპრეტაცია

მუხლი II. სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01.      თანხა და ვალუტა

ნაწილი 2.02.      სესხის სხვა ფინანსური პირობები

ნაწილი 2.03.      ჩამორიცხვები

მუხლი III. პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01.      პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები

მუხლი IV. შეჩერება; დაჩქარება

ნაწილი 4.01.      შეჩერება

ნაწილი 4.02.      გადახდის ვადის დაჩქარება

მუხლი V. ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01.      ძალაში შესვლის წინაპირობები

ნაწილი 5.02.      სამართლებრივი დასკვნები

ნაწილი 5.03.      შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო

მუხლი VI. სხვადასხვა

ნაწილი 6.01.      შეტყობინებები

განრიგი 1 - პროექტის აღწერა

განრიგი  2 - კატეგორიები და ჩამორიცხვები

 

 

სასესხო შეთანხმება

შეთანხმება გაფორმებული 2024 წლის 20 თებერვალს საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.

პრეამბულა

(A) ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით განსაზღვრულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს; 

(B) ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას განრიგში 1 აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ თბილისში მყარი ნარჩენების სისტემის გაუმჯობესებას ნარჩენების გადამამუშავებლი საწარმოს მშენებლობით;

(C) ვინაიდან პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული და მოქმედი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში „მერია“) სრულ მფლობელობაში არსებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ („პროექტის ორგანიზაცია“) მიერ, მსესხებლისა და მერიის დახმარებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის;

(D) ვინაიდან მერია დახმარებას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის;

(E) ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;

(F) ვინაიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად ბანკი უფლებამოსილია დააარსოს და მართოს სპეციალური ფონდები და განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, რომლებიც დაფინანსდება ზემოხსენებული სპეციალური ფონდებიდან.

(G) ვინაიდან მწვანე კლიმატის ფონდი („GCF“) შეიქმნა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ფინანსური მექანიზმის მოქმედი სუბიექტი, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ადაპტაციისა და შერბილების პრაქტიკებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად;

(H) ვინაიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩამოაყალიბა და მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და კლიმატის მწვანე ფონდის სპეციალურ ფონდს („EBRD-GCF სპეციალური ფონდი“), რათა ბანკს, როგორც GCF-ის აკრედიტებულ პირს, საშუალება ჰქონდეს მიიღოს და მართოს GCF-ის თანხები;

(I) ვინაიდან GCF-მ და EBRD-მ გააფორმეს: (i) 2017 წლის 22 აპრილს აკრედიტაციის გენერალური ხელშეკრულება („AMA“) EBRD საერთო მართვასთან, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებული პირობების დადგენის მიზნით, რომლის თანახმადაც EBRD მოქმედებს როგორც ფონდის აკრედიტებული პირი და (ii) დაფინანსებული საქმიანობის ხელშეკრულება „დაფინანსებული საქმიანობის: FP086: მწვანე ქალაქების მექანიზმი“ 2019 წლის 2 ივლისის („FAA“) EBRD მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში („მწვანე ქალაქების პროგრამა“);

(J) ვინაიდან მსესხებელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მწვანე ქალაქების პროგრამაში და შესაბამისად, მსესხებელს სურს სესხის აღება, და ბანკს სურს გასცეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ან მითითებული ვადების და პირობების თანახმად, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებითა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით (თითოეული პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება არის „პროექტის ხელშეკრულება“, როგორც ეს განსაზღვრულია „სტანდარტულ ვადებსა და  პირობებში“),  ოცდაექვსი მილიონი ევროს (26,000,000 ევრო) ოდენობის სესხი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვადებით და პირობებით, ოცდაორი მილიონი ევროს ოდენობის (22,000,000 ევრო) თანხა უნდა გამოიყოს ბანკის  ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან („EBRD რესურსები“) და ოთხი მილიონი ევრო (4,000,000 ევრო) - EBRD-GCF სპეციალური ფონდიდან („GCF სპეციალური ფონდის რესურსები“)

(K) ვინაიდან, ბანკი აპირებს ხელმისაწვდომი გახადოს დონორების მიერ მოწოდებული ტექნიკური თანამშრომლობის სახსრები გრანტების სახით 0.8 მილიონ ევრომდე საერთო ოდენობით პროექტის „B“ ნაწილის თანადაფინანსებისთვის, როგორც ეს აღწერილია დანართში 1.

შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I. სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების ასახვა

ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების“ ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დათქმები შემდეგში მოიხსენიება როგორც „სტანდარტული ვადები და პირობები“):

(a) ნაწილი 3.06 (მსესხებლის მიერ გადახდები) სტანდარტული ვადები და პირობებიდან, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი და გადასახდელები უნდა იყოს გადახდილი მსესხებლის მიერ სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“

„ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი 3.06 ნაწილის მიხედვით, გადანაწილდება პროპორციულად EBRD-ის სესხსა და GCF -ის სესხზე.“

(b) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.07 (c) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„(c) ნაწილობრივი წინასწარი გადახდის შემთხვევაში, ასეთი წინასწარი გადახდა:

i. თუ ბანკი საწინააღმდეგოდ არ ჩათვლის, თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ან ნაკლები:

 (A) წინასწარი გადახდის მინიმალური თანხის; და

 (B) სესხის ძირითადი თანხის, რომლიც გაცემულია და არ არის დაფარული; და

 ii. იქნება

(A) პირველ რიგში, გამოყენებული, რათა გადახდილ იქნეს სესხის პროცენტი და გადასახდელები; და (B) მეორე, განაწილებული პროპორციულად EBRD-ის სესხს და

GCF-ს სესხს შორის მათი შესაბამისი აუთვისებელი ძირითადი თანხების პროპორციულად.

(C) მესამე, გამოყენებული პროპორციულად სესხის ძირითადი თანხის დაფარვის სხვადასხვა ვადების გათვალისწინებით, რომელიც გაცემულია და არ არის დაფარული.“

c) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.08 (a) და (b) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„(a) „მსესხებელს შეუძლია გააუქმოს სესხის ხელმისაწვდომი თანხის ნაწილი ან მისი მთელი ოდენობა პროცენტის გადახდის რომელიმე თარიღზე ბანკში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე არაუგვიანეს ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე, ასეთი შეტყობინება უნდა იყოს შეუქცევადი და ვალდებულების დამაკისრებელი მსესხებლისთვის. ეს გასაუქმებელი თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ან ნაკლები:

(i) გაუქმების მინიმალური თანხისა და

(ii) ხელმისაწვდომი თანხისა; და

განაწილებული პროპორციულად EBRD-ის სესხსა და GCF სესხს შორის.

(b) მსესხებლის მიერ ნებისმიერი გაუქმების შემთხვევაში, ამ ნაწილის (a) ქვეპუნქტის ან ბანკის მიერ 7.02 ნაწილის შესაბამისად:

i. მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს, გაუქმების თარიღზე, ყველა სათანადო გადასახდელი, რომელიც გადაუხდელია ამ თარიღამდე, და გაუქმების საკომისიო ერთი პროცენტის ერთი-მერვედი (0.125%) სესხის იმ ძირითადი თანხისა, რომელიც გაუქმდა, გარდა (1) 7.02 (a) ნაწილის შესაბამისად გაუქმებული თანხებისა და (2) გაუქმების საკომისიო არ იქნება გადასახდელი მსესხებლის მიერ გაუქმების შემთხვევაში, რომლებიც ეხება GCF სესხს, თანახმად სასესხო შეთანხმების 4.01 (f) ნაწილისა”.

(d) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.09 წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„ნაწილი 3.09. დეფოლტის პროცენტი

a. თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის ვადის დადგომისას ნებისმიერ მის გადასახდელ თანხას სასესხო შეთანხმების ფარგლებში და ვადაგადაცილებული თანხა დაკავშირებულია EBRD-ის სესხთან, ამ ვადაგადაცილებულ თანხას პროცენტი დაერიცხება შემდეგნაირად:

i. ორი პროცენტი (2%) წლიურად;

ii. მარჟა; და

(iii) პროცენტი წლიურად, რომელიც შემოთავაზებულია, საჭიროებისამებრ, ევროზონის ბანკთაშორის ბაზარზე (ევროსთვის), დეფოლტის პროცენტის განსაზღვრის თარიღში სესხის ვალუტის განსათავსებლად ვადაგადაცილებული თანხის შესაბამისი ოდენობით იმ პერიოდისთვის, რაც შესაბამისი დეფოლტის პროცენტის პერიოდის ტოლია, ან თუ ბანკთაშორისი ბაზრის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა, ბანკის მიერ გონივრულად შეირჩევა განაკვეთი, რომელიც წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს წლიურად, სესხის გამოსაყოფად გასაწევი ხარჯის დასაფარად ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში შერჩეული ნებისმიერი წყაროდან (ან ბანკის არჩევით, შესაბამისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთით, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში), თუ განაკვეთი ამ (iii) ქვეპუნქტის შესაბამისად იქნება ნულს ქვემოთ, განაკვეთი ჩაითვლება ნულად.

b. თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის ვადის დადგომისას ნებისმიერ მის გადასახდელ თანხას სასესხო შეთნხმების ფარგლებში და ვადაგადაცილებული თანხა დაკავშირებულია GCF-ის სესხთან, ამ ვადაგადაცილებულ თანხას პროცენტი დაერიცხება შემდეგნაირად:

i. ორი პროცენტი (2%) წლიურად და

ii. GCF სეხი ყოვლისმომცველი განაკვეთით.

c, დეფოლტის პროცენტი:

i. დაერიცხება ყოველდღიურად ვადის დადგომის თარიღიდან ფაქტობრივად გადახდის თარიღამდე;

ii. გამოითვლება ფაქტობრივი გასული დღეების რაოდენობაზე და 360-დღიან წელიწადზე დაყრდნობით (თუ სესხის ვალუტას არ წარმოადგენს ფუნტი, რომლის შემთხვევაშიც გამოთვლა იქნება 365-დღიან წელიწადზე დაყრდნობით);

iii. იქნება დაანგარიშებული თითოეული დეფოლტის საპროცენტო პერიოდის ბოლოს; და

iiii. იქნება ვადადამდგარი და გადასახდელი მოთხოვნისთანავე.

(d) ბანკის მიერ ვადადამდგარ თანხებთან და დეფოლტის საპროცენტო პერიოდთან მიმართებით განსაზღვრული თითოეული საპროცენტო განაკვეთი იქნება საბოლოო, დასრულებული და ძალაში მყოფი მსესხებლისთვის.“

(e) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 4.04 (a)(ii) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„(ii) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ისეთი ინფორმაცია, როგორიც ბანკს (ან GCF-ს GCF სესხთან დაკავშირებით) შეუძლია დროდადრო გონივრულად მოითხოვოს და მისცეს უფლება ბანკის წარმომადგენლებს და GCF-ის წარმომადგენლებს ბანკის მოთხოვნით:

(A) მოინახულონ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი და სამშენებლო ადგილი ან სხვა დაწესებულება, სადაც მსესხებლის ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობა მიმდინარეობს.

(B)ჰქონდეთ წვდომა და შეამოწმონ სესხის სახსრებიდან დაფინანსებული ნებისმიერი და ყველა საქონელი, სამუშაო და მომსახურება და მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი საწარმო, ნაგებობა, ადგილი, საქმიანობა, შენობა, საკუთრება, აღჭურვილობა, აქტივები, წიგნები, ანგარიშები, ჩანაწერები და საბუთები და ჰქონდეთ ბანკის (ან GCF სესხთან დაკავშირებით GCF-ის) აუდიტორებს ასეთი ანარიშებისა და ჩანაწერების აუდიტორული შემოწმების საშუალება; და

(C) შეხვდნენ და გამართონ დისკუსია მსესხებლის ან პროექტის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან ისე, როგორც ბანკი მიიჩნევს საჭიროდ და მიზანშეწონილად.

თითოეულ შემთხვევაში, მათ შორის (1) იმისათვის, რომ მოხდეს ბანკის მიერ პროექტის მონიტორინგის ხელშეწყობა და მიეცეს ბანკს საშუალება გამოიკვლიოს და რეაგირება მოახდინოს პროექტთან დაკავშირებულ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ბანკის პროექტის გასაჩივრების მექანიზმით ჩატარდება, და (2) იმისათვის, რომ შეაფასოს, განხორციელდა თუ არა აკრძალული პრაქტიკა პროექტთან მიმართებით (მათ შორის, ნებისმიერი ტრანზაქცია დაფინანსებული ან შეთავაზებული დასაფინანსებლად, მთლიანად ან ნაწილობრივ, სესხის შემოსავლებიდან);

(f) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 10.06 (ინფორმაციის გაცემა) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:

„ბანკს შეუძლია გადასცეს სასესხო შეთანხმება, და თითოეული პროექტის ხელშეკრულება და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ასეთ შეთანხმებებთან (დოკუმენტებისა და (ამ შეთანხმების ასლი, ან ნებისმიერი სხვა შეთანხმებისა და სამართლებრივი დასკვნების ასლები მიღებული ასეთ შეთანხმებებთან მიმართებით) მსესხებელთან, აღნიშნულ გადაცემასთან, პროექტის ორგანიზაციასთან, მერიასთან და პროექტთან დაკავშირებით ჩანაწერების ჩათვლით) (i) მისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შესაბამისად, რომლიც ძალაში იქნება ინფორმაციის გაცემის დროს, და მასთან დაკავშირებულ რაიმე დავასთან ან სამართლებრივ მოკვლევასთან, რომლიც ეხება ან რომელშიც ჩართულია ეს პროექტი ან სასესხო შეთანხმება ან თითოეული საპროექტო ხელშეკრულება, იმისათვის, რომ დაცული იქნეს, შენარჩუნდეს ან უზრუნველყოფილ იქნას ბანკის უფლებები და ინტერესები, და (ii) GCF-ს, როგორც GCF-ს მიაჩნია მიზანშეწონილად, მათ შორის, მისი პოლიტიკის შესაბამისად ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ, რომელიც მოქმედებს ამგვარი გამჟღავნების დროს„.

ნაწილი 1.02. განმარტებები

 წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, განმარტებულია პრეამბულაში მითითებული მნიშვნელობებით, ხოლო სტანდარტულ ვადებსა და პირობებში, სასესხო და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებებში განსაზღვრული ტერმინები – იქვე მითითებული მნიშვნელობებით და ქვემოთ მოყვანილი ტერმინები, განიმარტება შემდეგნაირად:

„AMA” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის

 (I) ნაწილში

„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“   გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დანიშნულ პირს.
„EBRD- სესხის მარჟა” ნიშნავს, EBRD-ის სესხის ერთ პროცენტს (1%) წელიწადში.
„EBRD- ს რესურსები”  მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (J)  ნაწილში

„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“

 გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს.
„ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.
„GCF“  მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულაში (G)
„GCF სესხი“  ნიშნავს 2.01(b) ნაწილში მითითებულ სესხს ან, როგორც კონტექსტმა შეიძლება სხვაგვარად მოითხოვოს, გარკეული პერიოდში დაუფარავ ძირითად თანხას.
„GCF სესხის ყოვლისმომცველი კურსი“  გულისხმობს ნულ პროცენტს (0%) წელიწადში.
„GCF” სპეციალური ფონდი“  მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (H) ნაწილში
„GCF” სპეციალური ფონდის რესურსები“ მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (J) ნაწილში
„GCF მომსახურების საკომისიო”  მინიჭებული აქვს განმარტება 2.02 (j) ნაწილში.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“  გულისხმობს ბანკის მხარდაჭერით მერიის მიერ მომზადებულ და 2017 წლის სექტემბერში დამტკიცებულ გეგმას, რომელიც გამოხატავს მერიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით თბილისისათვის და ეხმარება მერიას უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი მიზნები. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
„სესხი“ გულისხმობს, ერთობლივად, EBRD სესხს და GCF სესხს ან, კონტექსტიდან გამომდინარე სესხის დარჩენილ ძირითად თანხას.
„მარჟა“  გულისხმობს EBRD-ის სესხის მარჟას.
„პროექტის შეთანხმებები“  ნიშნავს ნებისმიერ პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებას და პროექტის განხორციელების შეთანხმებას.
„EBRD -ის სესხი“  ნიშნავს 2.01(a) ნაწილში მითითებულ EBRD-ის სესხს, ან, როგორც კონტექსტმა შესაძლოა მოითხოვოს, სესხის დარჩენილ ძირითად თანხას

 ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია

სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ან ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.

 

მუხლი II. სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა

ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 26,000,000 ევრო, რომელიც შედგება

 (a) EBRD-ის სესხი 22,000,000 ევრომდე, ეს თანხა უნდა გამოიყოს EBRD-ის რესურსებიდან („EBRD-ის სესხი“) და

(b) GCF-ის 4,000,000 ევროს ოდენობის სესხი. ეს თანხა უნდა გამოიყოს GCF სპეციალური ფონდის რესურსებიდან.(„GCF -ის სესხი“)

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

(a) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა არის საერთო ჯამში 50,000 ევრო EBRD - ის სესხისთვის, ხოლო 100,000 ევრო GCF სესხისთვის.

(b) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა არის საერთო ჯამში 1,000,00 ევრო.

(c) გაუქმების მინიმალური ოდენობა არის საერთო ჯამში 1,000,000 ევრო

(d) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია ყოველი წლის 20 მარტი და 20 სექტემბერი.

(e) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 24 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილიან, ნახევარწლიან შენატანების სახით, ყოველი წლის 20 მარტსა და 20 სექტემბერს და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 20 მარტი, 2027 და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 20 სექტემბერი, 2038.

(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(e) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(f) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე, თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ.

(f) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება წინამდებარე შეთანხმების მეხუთე წლისთავის თარიღი ან ვადა, რომელსაც ბანკი საკუთარი დისკრეციით განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს. თუ ხელმისაწვდომი თანხა ან მისი რაიმე ნაწილი, დაექვემდებარა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს (იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გამოიყენებს თავის უფლებას შეარჩიოს ფიქსირებული პროცენტის გადახდის ვარიანტი ქვემოთ მოცემული 2.02(i) ნაწილის ფარგლებში), და ან თუ ბანკმა გადაიტანა ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუხდოს ბანკს პირობების შეცვლის ხარჯი, რაც დროდადრო ბანკის მიერ წერილობით უნდა ეცნობოს მსესხებელს.

(g) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს (i) 0.5% და გაანგარიშებულია EBRD-ის სესხის საერთო ჯამზე და (ii) წლიურად 0,15% გაანგარიშებულია GCF-ის სესხის საერთო ჯამზე. სესხზე საკომისიო უნდა დაერიცხოს სასესხო შეთანხმების გაფორმების თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.

(h) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04 (c) ნაწილის შესაბამისად. GCF სესხის თითოეული საპროცენტო პერიოდისთვის დროდადრო გადაუხდელ თითოეული ჩამორიცხვის ძირითად თანხას, დაერიცხება პროცენტი GCF სესხის ყოვლისმომცველი კურსის ეკვივალენტური კურსით.

(i) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ადმინისტრირების საკომისიო, რომელიც EBRD-ს სესხის ძირითადი თანხის მაქსიმალური ოდენობის ერთ პროცენტს (1 %) შეადგენს. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრირების საკომისიო არ გადაიხდება GCF-ის სესხიდან. [ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა მოხსნას თანხის ეს ოდენობა, EBRD-ის სესხის ხელმისაწვდომი თანხიდან ძალაში შესვლის თარიღზე და საკუთარ თავს გადაუხადოს ადმინისტრირების საკომისიოს თანხა.

j) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს მომსახურების საკომისიო, რომელიც GCF-ის სესხის ძირითადი თანხის იმ ოდენობის 0.25% შეადგენს, რომელიც პერიოდულად ჩამოირიცხება, მაგრამ არ არის გადახდილი („GCF-ის მომსახურების საკომისიო“). GCF-ის მომსახურების საკომისიო დაერიცხება საპროცენტო პერიოდის პირველი დღიდან და მისი ჩათვლით და საპროცენტო პერიოდის ბოლო დღემდე ამ დღის გამოკლებით, დაანგარიშდება 360 დღიანი წელიწადის ფაქტობრივი დღეების რაოდენობაზე დაყრდნობით და დავალიანება გადასახდელი იქნება პროცენტის გადახდის თარიღით, რაც შესაბამისი საპროცენტო პერიოდის ბოლო დღეა. პროცენტის განსაზღვრის თითოეულ თარიღზე ბანკი განსაზღვრავს GCF-ის მომსახურების საკომისიოს ოდენობას, რომელიც გადაიხდება პროცენტის გადახდის შესაბამის თარიღზე და დაუყოვნებლივ ეცნობება მსესხებელს.

ნაწილი 2.03. ჩამორიცხვა

(a) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) მხოლოდ EBRD-ის სესხის შემთხვევაში, ადმინისტრირების საკომისიო.

(b) მიუხედავად ამ შეთანხმებით წარმოდგენილი რაიმე საწინააღმდეგო დებულებისა, მსესხებლის სესხის თანხის ჩამორიცხვის უფლებასთან დაკავშირებით პირობები იქნება შემდეგი:

(1.) EBRD-ის სესხის და GCF-ის სესხი ყოველთვის იქნება ჩამორიცხული იგივე პროპორციით, როგორც EBRD-ის სესხის და GCF-ის სესხის ძირითადი თანხები არის გადანაწილებული სესხის ჯამურ ძირითად თანხაში.

(2.) EBRD არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვალდებული ჩამორიცხოს GCF-ის სესხი გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი თანხები, რომელიც ჯამურად უტოლდება GCF-ის სესხის ამგვარ ჩამოსარიცხ თანხას, GCF -ის მიერ არის EBRD-სთვის მოწოდებული; და

(3.) GCF-ის სესხის პირველ ჩამორიცხვასთან დაკავშრებით, EBRD გადასცემს GCF-ს წინამდებარე შეთანხმების ასლს და სტანდატული ვადებისა და პირობების 9.03 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი დასკვნების ასლებს.

 

მუხლი III. პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები

სტანდარტული ვადების და პირობების IV და V მუხლებში განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებების გარდა, მსესხებელი ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:

(a) მერიისა და პროექტის ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი;

(b) არ დაუშვას და უზრუნველყოს, რომ თითოეული მერია და პროექტის ორგანიზაცია არ ჩაერთონ ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში და დაუყოვნებლივ აცნობონ ბანკს, თუ ასეთი აქტივობა დაფინანსდა ან შესაბამისი ბრალდებები გაკეთდა მსესხებლის, მერიის ან პროექტის ორგანიზაციის წინააღმდეგ;

(d) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:

(1.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.02 ნაწილით განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;

(2.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.03 ნაწილით განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;

(3.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილით განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;

(4.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.05 ნაწილით განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

(5.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად; და

(6.) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.02 და 3.03 ნაწილებით განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.

(d) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მერიის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მერიის მიერ, მათ შორის შემდეგ საკითხებთან მიმართებით:

(1.) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების 3.01 ნაწილით განსაზღვრული პროექტისა და მერიის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება.

(e) პროექტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა.

 

მუხლი IV. შეჩერება, დაჩქარება

ნაწილი 4.01. შეჩერება

 სტანდარტული ვადების და პირობების 7.01(a)(xvii) ნაწილის მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:

(a) მსესხებლის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სექტორისთვის მოქმედ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;

(b) პროექტის ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;

(c) მერიამ ვერ შეძლო პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;

 (d) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;

(e) პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა გადაცემულია ნებისმიერი სხვა მხარისათვის გარდა მერიისა; ან

(f) მხოლოდ GCF სესხთან დაკავშირებით,

(1.) AMA შეწყდა, ან AMA-ს თანახმად შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული;

(2.) FAA შეწყდა, ან FAA-ს თანახმად შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული; ან

(3.) GCF– მოითხოვა GCF-ის სესხის შეჩერება.

ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება

 სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 (f) ნაწილის მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: 4.01 (a)-(e) ნაწილში განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ბანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.

 

მუხლი V. ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები

 სტანდარტული ვადების და პირობების 9.02(c) ნაწილში განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმებისა და პროექტის ხელშეკრულებების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:

(a) თითოეული პროექტის ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებული ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით; და

(b) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის წესდების დამოწმებული ასლები.

ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები

(a) სტანდარტული ვადების და პირობების 9.03(a) ნაწილის მიზნებისთვის;

(1) სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ;

 (b) სტანდარტული ვადების და პირობების 9.03(c) ნაწილის მიზნებისთვის,

(1) სამართლებრივი დასკვნა გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით ორგანიზაციის იურისტის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასთან მიმართებაში;

 (c) სტანდარტული ვადების და პირობების 9.03(c) ნაწილის მიზნებისთვის,

(1) სამართლებრივი დასკვნა უნდა გაიცეს მერიის სახელით მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო

 წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 365 დღე განისაზღვრება სტანდარტული პირობების 9.04 ნაწილის მიზნებისთვის.

 

მუხლი VI.  სხვადასხვა

ნაწილი 6.01. შეტყობინებები

სტანდარტული ვადების და პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:

მსესხებლისთვის:

 

 საქართველო

 ფინანსთა სამინისტრო,

 გორგასლის ქ. №16,

 0114, თბილისი

 საქართველო

 

 ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი

 

 

 

ბანკისთვის:

 

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 ბანკის ქუჩა 5,

 ლონდონი,

 E14 4BG

 გაერთიანებული სამეფო

 

 ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

 ფაქსი: +44-20-7338-6100

 

 

 

ზემოაღნიშნულის დასტურად, შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათვის, ერთი – მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.

საქართველო

 

ხელმომწერი: ______________________________

 

სახელი და გვარი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 

 

 

ხელმომწერი: ______________________________

 

სახელი და გვარი: ალკის ვრიენიოს დრაკინოს

თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

განრიგი 1 - პროექტის აღწერა

1. პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში.

2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რომლებიც ექვემდებარება ცვლილებებს, რაზეც ბანკი და მსესხებელი შეიძლება დროდადრო შეთანხმდნენ:

ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)

 - ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა.

ნაწილი B: საკონსულტაციო მომსახურება A ნაწილის განხორციელების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

3. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2028 წლის 1 იანვარი.

 

განრიგი 2. კატეგორიები და ჩამორიცხვები

1. ამ განრიგზე თანდართულ ცხრილში მოცემულია კატეგორიები, თითოეულ კატეგორიაზე გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი.

2. ზემოაღნიშნული 1-ლი პუნქტის დებულებების მიუხედავად, არ განხორციელდება ჩამორიცხვა სასესხო ხელშეკრულების თარიღამდე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით და GCF სესხის გაცემა არ განხორციელდება 2019 წლის 19 სექტემბრამდე ან 2034 წლის 19 სექტემბრის შემდეგ გაწეული ვალდებულების ან ხარჯების დასაფინანსებლად.

 

განრიგი 2-ის დანართი

 

კატეგორია

სესხის თანხა გამოყოფილი სესხის ვალუტაში

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტი

(1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება (საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით) პროექტის A და B ნაწილებისთვის:

- EBRD სესხი

 

21,780,000 ევრო

კონტრაქტის ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე

(2) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება პროექტის A ნაწილისთვის:

- GCF სესხი

4,000,000 ევრო

კონტრაქტის ღირებულების 100%-მდე გადასახადების გარეშე

(3) ერთჯერადი საკომისო მოსაკრებელი

- EBRD სესხი

 

220,000 ევრო

100%

ჯამი

26,000,000