“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.008.048
  • Word
1-1/46
20/01/2006
სსმ, 9, 24/01/2006
010.240.060.22.024.008.048
“საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.008.048

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/46

2006 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს N01/01-01/113 ბრძანებით (სსმ, 2002წ., N84, მუხლი 765) დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების”:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ” ქვეპუნქტი:

,,რ. ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.”;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

,,7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე.

8. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს დირექტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

9. დირექტორის მოადგილე:

ა) ცვლის დირექტორს მისი არყოფნის დროს და დირექტორის დავალებით ასრულებს ცალკეულ უფლებამოსილებებს;

ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს დირექტორის არყოფნისას.”;

გ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. ჩოგოვაძე