„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017852
304
18/09/2024
ვებგვერდი, 20/09/2024
190040000.22.033.017852
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №304

2024 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 132 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს  წარდგენილ  „მოთხოვნაში“  აღწერილი  უნდა  იყოს  ზედმეტად  გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მითითებული უნდა იქნეს მონაცემები მსუბუქი ავტომობილის/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციებიდან (დეკლარაციის ნომერი, თარიღი, შასს-ის ნომერი, დეკლარაციით დაანგარიშებული აქციზის ან/და იმპორტის გადასახადის თანხა).”.

2. 13​4 მუხლის:

ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება და გადასახადის გადამხდელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, უბრუნდება ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერა, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ იდენტური ოდენობის თანხა გადახდილია ბიუჯეტში, გარდა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა  ვალდებულების (გარდა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების) დასაფარად თანხის გადახდა, რაც დასტურდება პირის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ვალდებულების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელში მითითებული (გადახდილი) თანხაც მოთხოვნილი  თანხის ოდენობის ტოლია; 

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. ამასთან, ზედმეტობა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული უნდა იყოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლება ან ჯარიმის თანხის გაუქმება/შემცირება;

ე) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ბიუჯეტში რამდენჯერმე გადახდა;

ვ) ინტერნეტბანკინგის ან/და სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას, იდენტური თანხის ბიუჯეტში რამდენჯერმე გადახდა;

ზ) სხვა პირის საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად ბიუჯეტში თანხის შეცდომით გადახდა, რაც დასტურდება პირის მიერ წარდგენილი შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით და იმ პირის დასტურით, რომლის ვალდებულების დასაფარად იქნა თანხა გადახდილი;

თ) ადმინისტრაციული ჯარიმის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხის პირის მიერ ერთიან სახაზინო კოდზე შეცდომით  გადახდა.”;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, იმპორტიორს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი და იმპორტის გადასახადი უბრუნდება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული იმ შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ბარათზე ასახულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გადამხდელის სათანადო მიმართვისას განხორციელებული პროცედურების შედეგად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი