დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4434-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340020000.05.001.102373 |
|
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340020000.05.001.018491) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა და ეროვნული კატალოგიდან ამოღება ხდება ეროვნული კატალოგის წარმოების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას და რომლის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) დამაკმაყოფილებლად შეფასებული არ არის;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. N4434-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები