„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024687
293
09/09/2024
ვებგვერდი, 10/09/2024
010240030.10.003.024687
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №293 

2024 წლის 9 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 21 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში მონაწილე კანდიდატს, რომელიც გამოცხადდა კონკურსის მეორე ეტაპზე − გასაუბრებაზე, ამავე საჯარო დაწესებულების სისტემაში მოქმედი სხვა საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, შესთავაზოს სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმება იმავე დაწესებულებაში ან/და დაწესებულების სისტემაში; კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მასთან სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე