„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024685
291
09/09/2024
ვებგვერდი, 10/09/2024
470000000.10.003.024685
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №291

2024 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 01):

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი, რაც მოიცავს დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით, არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართ №1.3-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო „ა.ე.ბ“ ქვეპუნქტით ბენეფიციარებისთვის რეგისტრირებული წინასწარი ჯავშნის საფუძველზე სკრინინგის ჩატარებისას მიმწოდებელი შემთხვევაზე ინსენტივის სახით მიიღებს 2.0 ლარს.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეს მიეწოდება არამატერიალიზებული ვაუჩერის სახით.

2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა „ე.ბ“, „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებისა) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

დ) მე-6  მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში:“;

დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ (გარდა „ე.ბ“, „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;

ე) მე-8  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 252.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,800.0

2

1-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

66.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

311.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი, მ/შ, ტრენინგების ჩატარება არაუმეტეს 50 ათასი ლარის ოდენობით

75.0

5

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,000.0

 

სულ:

3,252.0.“;

 

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მე-3 მუხლის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტით ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო საკვლევი მასალების ასაღები სახარჯი მასალის გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს მომსახურების მიმწოდებლებად და რომელთა დიაგნოსტიკა ხორციელდება ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.“.

2. №2 დანართის („იმუნიზაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 29 933.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

21,642.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

160.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

4,090.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,741.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

50.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

150.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

 

სულ:

29,933.0.“.

 

3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 03):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 900.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის, მათ შორის, საზოგადოებრივი

1,215.0

 

ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება არაუმეტეს

635.0

2

კოღოებით, ტკიპებით, ფლებოტომუსებითა და სხვა ვექტორებით გადაცემადი პარაზიტული და ვირუსული (მალარია, ლეიშმანიოზი, დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო და სხვა) დაავადებებისა და ალიმენტური პარაზიტული* (პროტოზოოზები, ჰელმინთოზები) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება  

1,980.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

30.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

5.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

35.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მათ შორის, საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს  12 000 ლარისა)

635.0

სულ:

3,900.0.“;

 

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრს ეძლევა უფლება, მე-3 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეძენილი ლაბორატორიული და კოღოების/ფლებოტომუსების გამოსაჭერი აპარატურა/ინვენტარი, ენტომოლოგიური ზედამხედველობისთვის, დროებით სარგებლობაში გადასცეს „საქართველოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირებისათვის 2023-2024 წწ-ში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №2353 განკარგულების დანართით (მუნიციპალიტეტები მალარიის გადამტანი კოღოების გამრავლება-გავრცელების რისკების მიხედვით) განსაზღვრული მალარიის გადამტანი კოღოების გამრავლების მაღალი და საშუალო რისკის მუნიციპალიტეტების (თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ქუთაისის, სამტრედიის, გორის, რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, ქ. თბილისის, მცხეთის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.“.

4. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16 455.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 13 200 ლარი თვეში)  

4,635.2

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

1,362.2

3

სტაციონარული მომსახურება

7,489.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

37.8

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს

80%-ის შესყიდვა

2,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

393.0

 

სულ:

16,455.0.“.

 

5. №7 დანართის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 07) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 260.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1,010.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

7,400.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,100.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2,000.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)

500.0

6

აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს (ნიმ) მსმ, ტრანსგენდერ პირებსა და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში

900.0

7

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის დაავადებათა პროფილაქტიკასა და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება სამეგრელოს რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

350.0

 

სულ:

15,260.0.“.

 

6. №13 დანართის („დიაბეტის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 30,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

2,127.0

1.1

18 წლამდე ასაკის პირთა კომის გარეშე მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის სტაციონარული მომსახურება

640.0

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

810.0

3

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა საანალიზო ტექნიკური საშუალებებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

26,188.0

3.1

სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებითა და სენსორებით უზრუნველყოფა

7,887.1

4

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

300.0

5

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

415.0

6

CGM სისტემასთან თავსებადი ტელეფონით (სმარტფონით) უზრუნველყოფა (არაუმეტეს 400 ერთეულისა)

160.0

 

სულ:

30,000.0.“.

 

7. №14 დანართის („ორგანოთა ტრანსპლანტაცია“ (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია) − პროგრამული კოდი: 27 03 03 03):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 618.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია; ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები; ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა

7,180.4

2

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

1,438.0

 

სულ

   8,618.4.“;

 

ბ) მე-9 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ პაციენტი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონსილიუმის დასკვნის წარმოდგენა, განმახორციელებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნა.“.

8. №15 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 41 081.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

17,140.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

150.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

21,047.6

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

700.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,929.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

41,081.6.“.

 

9. №18.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 07 02)“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობა;“;

ბ) მე-3 მუხლს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება;“;

გ) მე-4 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, თვის ლიმიტი − 1 465.0 ათასი ლარი. სპეცდაფინანსების პირობები განისაზღვროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

დ) მე-6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16 300.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 №

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

9,763.0

2

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება

5,860.0

3

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

677.0

 

სულ:

16,300.0.“;

 

ვ) მე-9 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად მხოლოდ შემთხვევათა რეესტრისა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ხოლო დანართ №18.2.1-ის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები“) მე-13-მე-14 პუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის დამატებით ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენას.“;

ვ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენას.“;

ვ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებისა) ვალდებულია, „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანების      მე-6 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ელექტრონულად რეგისტრაციის საფუძველზე, 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ახალშობილის მშობელთან/მეურვესთან კომუნიკაცია (სატელეფონო ან/და საკარდაკარო შემოვლის გზით) და ახალშობილის აყვანა მეთვალყურეობაზე (მ/შ, იმუნიზაციის მოსარგებლედ).

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებისა) ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ/სკრინინგის პროგრამებში (მ/შ, C ჰეპატიტის, კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებებში) და უზრუნველყოს მასთან რეგისტრირებული სამიზნე კონტინგენტი სკრინინგული სერვისებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“;

ზ) დანართი №18.2.1 („სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №18.2.1 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ა(ა)იპ − ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17 674

2

ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

8 538 (მ/შ, 6 540 სახელფასო ფონდი)

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

17 180 (მ/შ, 15 398 სახელფასო ფონდი)

4

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია

6 193 (მ/შ, 5 583 სახელფასო ფონდი)

5

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

3 467 (მ/შ, 2 603 სახელფასო ფონდი)

6

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

3 410 (მ/შ, 2 433 სახელფასო ფონდი)

7

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორია

1 060 (მ/შ, 900 სახელფასო ფონდი)

8

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4 332

9

ქვემო ბარღების ამბულატორია

867

10

შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი – აფხაზეთი“

16 018

11

შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი – აფხაზეთი“

5 000

12

შპს „ჯვარის პოლიკლინიკა“

5 272

13

შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინიკა“

6 000

14

შპს „მესტიის საავადმყოფო – ამბულატორიული გაერთიანება“

48 632

15

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“

2 000

16

შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“

2 900

17

შპს „ერედვის ამბულატორია“

8 470

18

შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“

3 582

19

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8 160

20

შპს „ქურთის საავადმყოფო“

35 976

21

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

17 465

22

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5 000

23

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1 271

24

შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

17 000

25

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“

1 733

26

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ (ტყვიავის საავადმყოფო)

4 980

27

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურეობა“

  14 504.“.

.“.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე