საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 6 24 00002220
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 6 24 00002220
15/08/2024
ვებგვერდი, 09/09/2024
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება  REG 6 24 00002220

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”  საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, 

       :

1. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 8 სექტემბრის №REG 92300000046 ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000049 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" (ს/კ 202887787; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N57)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (ს/კ 402314170; ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N57)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე" (ს/კ 202887787; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა №57) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია N000049.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: „ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" (ს/კ 402314170) დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება: N861246, 13.08.2024წ; და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ლეილა ქოჩიაშვილ