დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 2 24 00002208 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 15/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება № REG 2 24 00002208 2024 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის (№02-336/ო) ბრძანება „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ და, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისთვის“ (ს/ნ 405033501, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, სერგი ჭილაიას ქუჩა №4) მინიჭებული სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. 2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის“ (ს/ნ 405033501) დირექტორის უფლებამოსილი პირის, თამარ შარაშიძის განცხადებები: №804182, 29.07.2024წ., №809052, 30.07.2024წ., №829094, 02.08.2024წ. და თანდართული დოკუმენტაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის წერილი: №MOH 6 24 00842899, 07.08.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები