დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4405-XVIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.05.001.102357 |
|
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.07.2024, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.102309) პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა: ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.“;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 სექტემბერი 2024 წ. N4405-XVIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები