„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4406-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102355
4406-XVIმს-Xმპ
05/09/2024
ვებგვერდი, 23/09/2024
010100000.05.001.102355
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) 90-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5.  ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 სექტემბერი 2024 წ.

N4406-XVIმს-Xმპ