დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017251 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 582 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) „ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის გაგრძელების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 4 მარტის №134 ბრძანების თანახმად გაგრძელებული კონტრაქტის ვადა, მიეცემა: ე.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 აპრილამდე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და ე.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, 2023 წლის 1 აპრილიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები