საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016547
45
03/09/2024
ვებგვერდი, 03/09/2024
010250020.35.108.016547
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2024 წლის 3 სექტემბერი

ქ. სენაკი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 27 აგვისტოს №27/08/02 განკარგულების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
აკრძალულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, რკინიგზის სადგურის, სამხატვრო გალერეის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის, სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შენობათა ფასადებზე. 
მუხლი 2
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 3
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები შემდეგ ადგილებზე: შოთა რუსთაველის ქუჩაზე, №112 შენობის მიმდებარედ; მშვიდობის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ; შოთა რუსთაველის ქუჩაზე სპორტსკოლის წინ; შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდობის ხეივანთან; შოთა რუსთაველის ქუჩაზე, 9 აპრილის პარკთან და ილია ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე; შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე; რკინიგზის სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 2 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (2 ფორმატი). 
მუხლი 5
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებზე და საამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე და სხვა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
მუხლი 7
გამოყოფილი ადგილი და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
მუხლი 8
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. 
მუხლი 9
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 სექტემბრის №18 დადგენილება.
მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია