2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 144/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018562
144/ნ
05/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
430110000.22.022.018562
2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №144/ნ

2024 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 801 მუხლის მე-2 პუნქტის, „2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №66 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგელა გელაძე



დანართი

 

2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

2. 2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს, რომლებიც 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023-2024 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2023 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა დაემატება „2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის №226 დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანხას და გადანაწილდება პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებზე, რომლებმაც აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის №226 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა ამ დანართის დანართით განსაზღვრული განცხადება უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2024 წლის 11 სექტემბრიდან 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. განცხადება მოიცავს ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის. ასევე, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი; გვარი; პასპორტის ნომერი) გადააგზავნოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში; სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების წელი; მოქალაქეობა; საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულა.), სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ჩაირიცხა; საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება; უმაღლესი განათლების საფეხური; სწავლის საფასური; პროგრამის აკრედიტაცია; სტუდენტის სტატუსი, ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობასთან დაკავშირებით).

3. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

 

 

 

დანართი

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს

________________________________________

განმცხადებელი_________________________________________

(გვარი, სახელი, მოქალაქეობა)

პასპორტის ნომერი ________________________

ფაქტობრივი მისამართი ________________________
________________________________________________

ტელეფონის ნომერი ________________________

 

განცხადება

 

ჩავირიცხე ________________________________________________

                       (მიუთითეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება)

 

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

გთხოვთ,  განიხილოთ ჩემი განცხადება 2024-2025 სასწავლო წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების განხილვისა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო) უფლებამოსილია დაამუშაოს განმცხადებლის პერსონალური მონაცემები (მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი/პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ან/და საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით სხვა სახის პერსონალური ინფორმაცია) და მონაცემთა შეგროვებისა და გადამოწმების მიზნით გადააგზავნოს იგი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია; გაეცნოს სამინისტროში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური; მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ; გაასაჩივროს – თუ მიიჩნევს, რომ სამინისტროს  მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს.

 

დანართი:

 

თარიღი:

 

ხელმოწერა: