„დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №328–№246/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.22.033.017847
287
02/09/2024
ვებგვერდი, 03/09/2024
220090000.22.033.017847
„დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №328–№246/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 

ერთობლივი ბრძანება №287/№226/04

2024 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №328 – №246/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებთ:

მუხლი 1
„დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 31 დეკემბრის №328 – №246/04 ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 31/12/2020; სარეგისტრაციო კოდი: 220090000.22.033.017419) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შენატანების დაკისრების საფუძველია ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით დროებითი სახელმწიფო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელდება შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა კანონმდებლობითა და  საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესის“ შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შენატანების გამოთვლის მიზნით, ეროვნული ბანკი ბანკის რისკის პროფილს შემდეგი რისკის კატეგორიის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს:

ა) კაპიტალი – ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

ბ) ლიკვიდობა – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

გ) აქტივების ხარისხი – ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

დ) ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა – ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა