ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ ზოგადი დებულებები

ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ ზოგადი დებულებები
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).000.000212
0
04/02/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 05/02/1997
000000410.01(2).000.000212
ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ ზოგადი დებულებები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ერთობლივი ბრძანება

1997 წლის 4 თებერვალი

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ

ზოგადი დებულებები

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სასამართლოთა მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემას, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან და საზღვარგარეთის ქვეყნის სასამართლოთა მიერ მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეების საქართველოში სასჯელის მოსახდელად მიღების წესს, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და კონვენციათა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის № 754 ბრძანებულების დებულებებიდან.

2. მსჯავრდებულის გადაცემის ან მიღების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის ან შუამდგომლობის მიღების, აგრეთვე მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ მასალებს უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას, რომელნიც 10 დღის გადაში აცნობებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავის დასკვნას გადაცემის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე.

4. მსჯავრდებულის გადაცემასთან ან მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება სასჯელის აღსრულების მთავარი სამმართველოს საფინანსო სამსახურის მიერ შემუშავებული ანგარიშის თანახმად.

5. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემა, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების საქართველოში სასჯელის მოსახდელად მიღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი გადაცემა არ მოხდება თუ:

ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, მის მიერ ჩადენილი ქმედება არ ითვლება დანაშაულად;

ბ) იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, სასჯელი არ შეიძლება აღსრულდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ან რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც გათვალისწინებულია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით;

გ) იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, არ მისცა თანხმობა სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის მიღებაზე.

გარდა ამისა, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემა, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, არ მოხდება, თუ არ იქნა მიღწეული შეთანხმება მხარეთა შორის ასეთი გადაცემის თაობაზე.

6. გადაწყვეტილება მსჯავრდებულის გადაცემის ან მიღების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება მიიღოს:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით;

ბ) მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

თავი II

საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან

7. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განუმარტავს მსჯავრდებულ უცხოელ მოქალაქეს მის უფლებას, მიმართოს შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან თავისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს, სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე, რომლის მოქალაქეც ის არის.

მსჯავრდებულის პირად საქმეს თან უნდა დაერთოს ცნობა განმარტების მიცემის შესახებ.

8. საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს უშუალოდ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელ მთავარ სამმართველოს განცხადებით სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, რომლის მოქალაქეც ის არის. სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველო აგროვებს სხვა აუცილებელი დოკუმენტებს და განცხადებასთან ერთად გადაუგზავნის განსახილველად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

9. საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თხოვნა საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქის გადაცემის თაობაზე, აგრეთვე, მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლების შუამდგომლობებს, განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აუცილებელი დოკუმენტების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

10. სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, რომლის მოქალაქეც ის არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართულ შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) განაჩენის დამოწმებული ასლი;

ბ) დოკუმენტი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, თუ ასეთი არ გამომდინარეობს თავად განაჩენიდან;

გ) საქმეზე არსებული ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები;

დ) დოკუმენტი დამატებითი სასჯელის აღსრულების თაობაზე, თუ იგი დანიშნული იყო;

ე) ცნობა მსჯავრდებულის მოქალაქეობის შესახებ, რომელიც შედგენილია პასპორტის ან რაიმე სხვა დოკუმენტის საფუძველზე, აგრეთვე, მონაცემები მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

ყველა ოფიციალური დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იქნეს თანამდებობის პირის ხელმოწერით და გერბიანი ბეჭდით.

11.აუცილებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობის მიღებისას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოითხოვს ამ ინსტრუქციის II თავის მე - 10 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღსრულების მთავარი სამმართველოსაგან, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტებს წარმოადგენს ერთი კვირის ვადაში.

12. სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით შესაბამის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. მოთხოვნა დგება წერილობითი ფორმით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ ინსტრუქციის მე-II თავის მე-10 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები, მათი დამოწმებული თარგმანები და სისხლის სამართლის კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული.

13. საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსაგან მსჯავრდებულის მიღებაზე თანხმობის და გადაცემის ადგილის, დროის და წესის შესახებ მოლაპარაკების მიღწევის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გამოაქვს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე, რომელიც შემდგომი შესრულებისათვის ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს დათქმულ დროზე გადაცემის ადგილზე მსჯავრდებულის მიყვანას.

14. გადაცემის ადგილზე მსჯავრდებული გადაიყვანება ბადრაგის თანხლებით.

15.შესაბამისი სახელმწიფოსათვის გადასაცემი მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გასვლის საფუძველს წარმოადგენს პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული.

16.მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქის საზღვარგარეთის ქვეყნის ხელისუფლებისათვის გადაცემა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. (დანართი 1).

აქტი დგება 3 ეგზემპლარად საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ენაზე. 2 ეგზემპლარი (მათ შორის დედანი) გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ხოლო ერთი -

იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა.

17. გადაცემული მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქის პირადი საქმე ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში.

პირად საქმესთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იგზავნება გადაცემის შესახებ აქტის 1 ეგზემპლარი (დედანი), ხოლო მეორე გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

18. მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო  აღნიშნულის შესახებ ატყობინებს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

19. თუ საზღვარგარეთის ქვეყნისათვის გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან ამ პირს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტია, ან შეწყალების აქტი, ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა.

თუ განაჩენი გაუქმდა და დაინიშნა ხელახალი გამოძიება, ან სასამართლო განხილვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელი დოკუმენტებს უგზავნის საზღვარგარეთის იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა.

თავი III

საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების საქართველოში სასჯელის მოსახდელად მიღების წესი

20. საქართველოში სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულთა გადმოცემის თაობაზე განცხადებები წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უშუალოდ ან შესაბამისი საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით.

21. საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნა მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების გადაცემის თაობაზე, აგრეთვე, მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობები, განიხილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აუცილებელი დოკუმენტების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში.

22. საქართველოს მოქალაქის სასჯელის მოსახდელად საქართველოში გადმოცემის საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით.

23. საქართველოს მოქალაქის სასჯელის მოსახდელად მიღების თაობაზე და გადაცემის ადგილის, დროის და წესის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსგან მიღებული აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გამოაქვს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის მიღების თაობაზე, რომელიც შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

24. საზღვარგარეთის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საზღვარგარეთის ქვეყნის წარმომადგენლისაგან მიიღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის მე-II თავის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესით და გადაიყვანს ქ. თბილისის №1 საგამოძიებო იზოლატორში.

25. საგამოძიებო იზოლატორში მსჯავრდებულის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატყობინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნულის შესახებ.

26. საზღვარგარეთის ქვეყნის მიერ მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემული მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოსთვის მესამე სახელმწიფოს მიერ გადაცემული მსჯავრდებული საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

 

დანართი №1

აქტი

„----„ ---------------------წელი                                         ქალაქი ------------------------------

აქტი შედგინდა მასზედ, რომ აღნიშნულ რიცხვში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

                  (წოდება, გვარი, ინიციალები)

------------------------------------------------------------------------------------------------------

      (მიეთითება ქვეყნის რომელი ორგანო, თანამდებობა, გვარი, სახელი)

 

გადასცა ხელისუფლების წარმომადგენელს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებული

------------------------------------------------------------------------------------------------------

                  (გვარი, სახელი, დაბადების წელი, რომელი ქვეყნის)

---------------------------------------------------------------------------------------- მოქალაქე.

მსჯავრდებულთან ერთად გადაცემულია მისი პასპორტი № ---------------------------

გაცემული -----------------------------------------------------------------------------------------

         (მიეთითოს გაცემის რიცხვი, თვე, წელი, ადგილი და რომელი ორგანოს მიერ)

 

გადაცემის მომენტში პრეტენზიები წარდგენილი არ იქნა.

აქტი შედგენილია სამ ეგზემპლიარად საქართველოსა და შესაბამისი სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებულ ენაზე, მათ შორის: ორი - საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლისათვის და ერთი ------------------------

--------------------------------------- წარმომადგენლისათვის

      (რომელი ქვეყნის)

 

გადავეცი:                                                                                                             მივიღე:

საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი                                  წარმომადგენელი

          -----------------------                                                                              ---------------------                              

              (ბეჭედი)                                                                                               (ბეჭედი

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი                                                              კ. თარგამაძე

 

იუსტიციის მინისტრი                                                                       თ. ნინიძე