დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულებასა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 768 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 29/10/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №768
1993 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულებასა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
გარდამავალ ეტაპზე ეკონომიკის მართვის ეფექტიანობა ამაღლების, მიმდინარე კრიზისული მოვლენების შეჩერების, დარგთა ფუნქციონირებაში წამოჭრილი პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტისა და სტაბილიზაციის პროცესის დაწყების დაჩქარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 თებერვლის №131 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შესახებ:
– დებულების 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2.სამინისტრო ხელმძღვანელობს სამთო-მეტალურგიული, ქიმიური, მანქანათმშენებლობის კომპლექსების, მსუბუქი, ხე-ტყის დამმუშავებელი, სამედიცინო მრეწველობის დარგებისა და მრავალდარგოვან საწარმოთა კომპლექსის (შემდგომში „დარგები“) საქმიანობას, მონაწილეობს მათი განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“;
– 2.2.13. პუნქტი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:
„2.2.13. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეფექტიანად გამოყენება და მართვა (განკარგვის უფლების გარეშე), სააქციო საზოგადოებების მართვაში სახელმწიფოს ხელში დარჩენილ აქციათა პაკეტით მონაწილეობა;“
– დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:
„2.2.13ა. სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა განვითარების გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი“;
„2.2.13ბ. სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა საფინანსო გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათ მიერ მსხვილ ყიდვა-გაყიდვებზე ნებართვების გაცემა“,
– 2.2.14. პუნქტი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:
„2.2.14. დარგობრივი ინფორმაციული და კომერციული სისტემების და სტრუქტურების შექმნა და მათი განვითარების ხელშეწყობა“;
– დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:
„2.2.15ა. სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საქართველოს რესპუბლიკისათვის მისაწოდებელი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების კვოტების სამინისტროსათვის გადაცემული წილის საწარმოებამდე დაყვანა და მისი რეალიზაციის კონტროლი, იმპორტის კვოტირებაში მონაწილეობა;
– პუნქტი 2.2.17. ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:
„2.2.17. სამინისტროს გამგებლობაში არსებული საწარმოებისათვის მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ლიცენზირების გაცემა. პროდუქციის კვოტირებაში მონაწილეობა დადგენილი წესის შესაბამისად“;
– პუნქტი 2.3. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.3. სამინისტრო მასზე დელეგირებულ საწარმოებში უზრუნველყოფს აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონეს, ატარებს საწარმოთა სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ყოველგვარ შემოწმებებს, იღებს საწარმოებიდან კვარტალურ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშგებებს, აანალიზებს და იყენებს მათ დარგის ეფექტიანი მართვის ამოცანების შესაბამისად“.
– პუნქტი 3.1.11. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1.11. ორგანიზაცია გაუწიოს თათბირების, პრეზენტაციების, ბაზრობა-გამოფენების ჩატარებას და შექმნას ერთობლივი საწარმოები როგორც საზღვარგარეთ, ისე რესპუბლიკაში, მოიწვიოს მათში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთს წარმომადგენლები, მიიღოს შემოსავლები ამ ღონისძიებათა ჩატარებისაგან“;
2. დაწესდეს, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესანახი ხარჯების დაფინანსება ხდება საწარმოთა და ორგანიზაციათა მოგებიდან ანარიცხების ხარჯზე.
3.განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ზღვრული რიცხოვნობა 170 კაცით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე).
4. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს იყოლიოს 5 მინისტრის მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი.
5. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული სტრუქტურა.
ამასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 თებერვლის № 131 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრო ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
ხელმძღვანელობა
მანქანათმშენებლობის მთავარი სამმართველო
ელექტროტექნიკური მრეწველობისა და ხელსაწყოთმშენებლობის სამმართველო
თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსის სამმართველო
საფეიქრო მრეწველობის მთავარი სამმართველო
ტრიკოტაჟის და სამკერვალო მრეწველობის მთავარი სამმართველო
ტყავ-ფეხსაცმლის მრეწველობის სამმართველო
ხე-ტყის დამმუშავებელი მრეწველობის სამმართველო
მრავალდარგოვან საწარმოთა კომპლექსის სამმართველო
სამთო-მეტალურგიული მრეწველობის სამმართველო
ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობის განყოფილება
კოოპერაციის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და მატერიალური ბალანსების სამმართველო
ტექნიკური განყოფილება
ეკონომიკისა და ფინანსების მთავარი სამმართველო
საბუღალტრო აღრიცხვისა და კონტროლის სამმართველო
საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება
ინვესტიციებისა და მშენებლობის განყოფილება
სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება
ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილება
აპარატის კანცელარია
კადრების განყოფილება
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები