დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017491 |
|
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. ბრძანების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 35 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; ბ) პირველი პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №3): გ.ა) ფორმა №1 − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის; გ.ბ) ფორმა №2 − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირზე/ინდივიდუალურ მეწარმეზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის;“; ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის ფორმა (დანართი №8);“; ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები: „თ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №81); თ2) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 155 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №82);“; ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 1 1 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №2) და „დ“-„თ2“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმები განეკუთვნებიან მესამე კატეგორიის − „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):“; დ) 12 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №1) განეკუთვნება პირველი კატეგორიის − „განსაკუთრებით დაცული“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელსაც გააჩნია შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):“; ე) 1 3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 4 პუნქტი: „14. ნებართვის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვასთან ერთად თან იქონიოს სააგენტოს არქივში დაცული, ამავე ნებართვის გაცემის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი, გადასატან-გადასაზიდი ან გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი და სხვა) შემცველი შესაბამისი დოკუმენტის (მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის დოკუმენტის, ინვოისის, მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა) სათანადოდ დამოწმებული ასლი.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული: ა) №3−№8 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) №8 დანართის შემდეგ დაემატოს №81 და №82 დანართები თანდართული რედაქციით; გ) №10 დანართი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ფორმის სანებართვო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 2 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები