დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.017495 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ1) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისთვის, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და განსაზღვრულ ვადაში მიმღები ცენტრის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის შემთხვევაში, პროპორციული ძალის გამოყენებით გასახლება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებლისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას და მის განთავსებას, ასევე, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის და გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების ინიცირებას, მათ შორის, განსაზღვრულ ვადაში მიმღები ცენტრის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის შემთხვევაში, პროპორციული ძალის გამოყენებით მის გასახლებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები