დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.024679 |
|
მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის (შემდგომში − კონცეფცია) წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. 2. ამ წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, შეიძლება, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე. მუხლი 2. კონცეფციის წარდგენა და განხილვა 1. საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების მიზნით, დაინტერესებული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წარუდგენს კონცეფციას. 2. დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარდგენილი კონცეფცია უნდა მოიცავდეს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და დასაბუთებას მისი დაფუძნების მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ; გ) ინფორმაციას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი პერსონალის) შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში; დ) ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების შესახებ. 3. სამინისტრო აფასებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ კონცეფციას და იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი კონცეფციის საქართველოს მთავრობისათვის მოსაწონებლად წარმოდგენის შესახებ ან უარს ამბობს მის წარმოდგენაზე. მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს მთავრობა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 2. თუ ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობისთვის მოსაწონებლად წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას, იმისათვის, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განკარგულების პროექტი შეთანხმებულად ჩაითვალოს, ხოლო შეთანხმების პროცედურა დასრულებულად, ასევე სავალდებულოა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დადებითი პოზიცია. 3. კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს. |
დოკუმენტის კომენტარები