„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017152
37/ნ
02/09/2024
ვებგვერდი, 02/09/2024
470230000.22.035.017152
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №37/ნ

2024 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge;  20.02.2009 წ., 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:

1. 110 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:

„111. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის დანამატი.

112. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მათი თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.“.

2. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15, 16, 18 ,19, 110, 111 და 112 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

3. 88 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 89 და 810 პუნქტები:

„89. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატის და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

810. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

4. 94 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 და 96 პუნქტები:

„95. ამ მუხლის 89 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატის და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი და წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე)  კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

96. ამ მუხლის 810 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე